» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"ახლახან კიდევ 73 გოლი აღმოვაჩინეთ", - ლინეკერმა პელეს რეკორდზე იხუმრა



ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, გარი ლინეკერი "გრანადას" კარში ლიონელ მესის დუბლის შემდეგ ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდთან დაკავშირებულ სიტუაციას გამოეხმაურა.

"მესიმ ბოლო ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა და ახლა მხოლოდ 583 გოლი აშორებს ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდამდე... მაგრამ მოიცადეთ, ახლახანს კიდევ 73 გოლი აღმოვაჩინეთ, რომელიც ბარაზილიელმა 14-წლამდელთა გუნდში გაიტანა, ასე რომ ჩამორჩენა 656 გოლამდე იზრდება", - იხუმრა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, გარიმ დაამატა: "ვიცი, პელე ნამდვილი ლეგენდაა. უბრალოდ ცოტათი გავერთე".

შეგახსენებთ, ინსტაგრამზე პელემ თავისი გვერდი განაახლა და მიუთითა, რომ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია კარიერაში გატანილი 1283 გოლით. აღნიშნული ცვლილება მან "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს მიერ ახალი რეკორდის დამყარების შემდეგ შეიტანა. 4 იანვარს, რონალდუმ კარიერაში 758-ე გოლი გაიტანა. გატანილი ბურთების რაოდენობით, პორტუგალიელმა პელეს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც ოფიციალური მონაცემებით 757 გოლია.

აქამდე, "სანტოსმა" გააკეთა განცხადება, რომელშიც უარყო, რომ მესიმ ერთ კლუბში გატანილი გოლებით პელეს რეკორდი დაამხო:

„პელემ „სანტოსში“ 1091 გოლი გაიტანა. სპეციალიზირებული პრესის თქმით, მან 643 გოლი გაიტანა. თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს მოითვლის. კიდევ 448 გოლი მან ამხანაგურ მატჩებში გაიტანა, რომლებსაც ისე უარყოფენ, თითქოს სხვებზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეთ.

448 გოლი, რომლის არ ჩათვლასაც ცდილობენ, გატანილი იყო სამხრეთ ამერიკის ავტორიტეტული გუნდების წინააღმდეგ, როგორებიცაა „ამერიკა“, „კოლო-კოლო“, „ინტერნაციონალე“ და სხვები.“

ანალიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ამ 448 გოლის სხვა ნაწილი სწორედაც რომ მცირე ან რეგიონალურ გუნდებთან იყო გატანილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოფიციალური პროტოკოლით ტარდებოდა.

სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისას, არ არის სათანადო არგუმენტი გუნდების სიძლიერის მოყვანა, ციფრები აბსოლუტურია. „ეიბარის“ კარში გატანილი გოლი სტატისტიკურად ისეთივეა, როგორიც „ვალენსიას“ კარში. შედეგად, სურიმანის „ტრანსვალის“ კარში გატანილ გოლსაც იგივე ფასი აქვს, რაც „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატანილს.“ - წერია „სანტოსის“ განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" ესტუმრა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:09

სუარესის ბრწყინვალე სტატისტიკა ლა ლიგაში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:02

ნოიერმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და მარტივად, 4:0 დაამარცხა.

დღეს, 01:57

მორიგი გამარჯება: ატლეტიკომ ბარსა და რეალი კიდევ უფრო ჩამოიტოვა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 01:54

"გავხდებით თუ არა ჩემპიონები?" - ქეცბაია გუშინდელი მატჩის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "ნიქოზიას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:49

კლოპი: "ბევრი დეტალია, რის გამოც წავაგეთ"

ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ფლიკი: "ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ რაღაც მჭირდება"

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" სტუმრად 0:4 გაანადგურა.

დღეს, 01:37

კუმანმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ამავე გუნდის მეკარე შეაქო.

დღეს, 01:34

კურიოზი: რა გააკეთა მაკარიძემ გუშინდელ მატჩში, რასაც გოლი მოჰყვა?

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ალმერია" "საბადელს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:29

საინტერესო ფაქტი: კლოპის ლივერპული ინგლისის თასის 1/8 ფინალს არასოდეს გაცდენილა

"ლივერპული" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:3.

გუშინ, 23:29

რეალის დირექტორი: "ის, რომ მოდრიჩი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა"

"რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გუნდის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი შეაქო.

გუშინ, 23:25

7 ბრაზილიელი გუნდში - ნეიმარმა პსჟ-ს ლეგენდებისგან სიმბოლური ნაკრები შედგინა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა პარიზული კლუბის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა.

გუშინ, 23:12

უხვგოლიანი მატჩი ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერმა ლივერპული ინგლისის თასიდან გამოაგდო! [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უხვგოლიან მატჩში მოუგო.

გუშინ, 22:59

VIDEO: შეუჩერებელი ბრუნო ფერნანდეში! - ულამაზესი საჯარიმო ლივერპულის კარში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულს" ულამაზესი გოლი გაუტანა.

გუშინ, 22:56

შეთანხმება მიღწეულია - ოდეგორი კარიერას პრემიერ ლიგის გრანდში გააგრძელებს!

პრემიერ ლიგის გრანდი "რეალს" ნახევარმცველ მარტინ ედეგორის არენდაზე შეუთანხმდა.

გუშინ, 22:46

პირლო: "იუვენტუსს ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ახალი თავდამსხმელის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:39

ბარსელონამ გასვლით მატჩში ელჩეს ადვილად მოუგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონა" "ელჩეს" ესტუმრა.

გუშინ, 21:22

იბრაჰიმოვიჩის ახალი ფოტო - ზლატანმა თმა ბოლომდე გადაიპარსა?

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

გუშინ, 21:12

VIDEO: ბრაზილიაში ავიაკატასტროფას 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მეოთხე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ "პალმასის" თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გუშინ, 21:05

არტეტა: "ოზილი სამუდამოდ დარჩება არსენალის ისტორიაში"

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ნახევარმცველ მესუთ ოზილს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 20:56

ბაიერნმა სტუმრად შალკე არ დაინდო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა! [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "შალკემ" შინაურ კედლებში "ბაიერნს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:42

ოფიციალურად: მესუთ ოზილი ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია

"ფენერბაჰჩემ" "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველის, მესუთ ოზილის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 20:35

"ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი, აქ ყოფნა დიდი პატივია", - მილანის ახალწვეული

ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ფიკაიო ტომორიმ "მილანში" იჯარის წესით გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:26

ნაპოლი ვერონასთან სტუმრად უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ვერონამ" შინაურ კედლებში "ნაპოლის" უმასპინძლა.

გუშინ, 20:07

კლოპი სალაჰისადმი ბარსელონასა და რეალის ინტერესს გამოეხმაურა

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰისადმი ესპანური გრანდების ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 19:50

ჩელსი ლამპარდის შემცვლელად ახალ კანდიდატურას განიხილავს

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ჩელსიმ" მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი დაითხოვოს.

გუშინ, 19:30

"ყოველთვის შენ", - კონტემ წითელი ბარათი მსაჯთან დაპირისპირების გამო მიიღო

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი გუნდის მენეჯერი გუშინდელი მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 18:41

ჩელსიმ აბრაჰამის ჰეთ-ტრიკით იმარჯვა, ვერნერმა პენალტი გააცუდა [VIDEO]

ინგლისის FA CUP-ის 1/16-ფინალში „ჩელსიმ“ შინ „ლუტონი“ 3:1 დაამარცხა.

გუშინ, 18:29

იუვენტუსმა შინ ბოლონია დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 17:24

კლუბი, რომელში გადასვლასთანაც იოვიჩი აინტრახტში დაბრუნებამდე იყო ახლოს

„აიაქსის“ ხელმძღვანელობა ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკა იოვიჩის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

გუშინ, 17:20
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10