» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

მწვანე შუქი რეგიონულ ლიგას - რომელ ქვეყნებთან შეიძლება ჩემპიონატის გაერთიანება?


მწვანე შუქი რეგიონულ ლიგას - რომელ ქვეყნებთან შეიძლება ჩემპიონატის გაერთიანება?

UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა დაადასტურა, რომ მან რეგიონული ლიგების ჩამოყალიბებას მწვანე შუქი აუნთო.

კერძოდ კი პირველი შეხვედრა, დეკემბერში უკვე კლუბების წარმომადგენლებმაც გამართეს ევროპაში, სადაც პირველი რეგიონული ლიგის - "ატლანტიკის" შექმნა იგეგმება.

"ატლანტიკის" ლიგა ივარაუდება, რომ ჩვეულებრივი შიდა ჩემპიონატის მსგავსი ტურნირი იქნება, სადაც 20 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

მოცემულ ჩემპიონატში შემდეგი ქვეყნები აპირებენ გაერთიანებას: შოტლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, ირლანდია

UEFA-ს პოზიცია
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ამ იდეას მწვანე შუქი აუნთო.

"ბოლო პერიოდში უფრო და უფრო იზრდება ინტერესი რეგიონულ ლიგებთან დაკავშირებით, რადგან ეს გაზრდის კლუბების ფინანსებს, სპონსორებს და სატელვიზიო ტრანსლაციების შემოსავლებს.

რა თქმა უნდა, UEFA ამის წინააღმდეგი არ არის. ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის თუ რა სახით მიიღებენ რეგიონული ლიგის გუნდები მონაწილეობას ევრო ტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა). ამ ეტაპზე, UEFA-მ ეს საკითხი უნდა გადაჭრას.

ამავდროულად, ჩვენ არ გვსურს, რომ რეგიონული ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი განადგურდეს. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ეს საკითხი უკვე განხილვის პროცესშია", - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

რატომ რეგიონული ლიგა?
როდესაც, UEFA-ს ევროპის ჩემპიონების თასი (ამჟამად ჩემპიონთა ლიგა) დაარსდა 1955 წელს ტურნირზე მონაწილეობას ევროპის შიდა ჩემპიონატების გამარჯვებულები იღებდნენ.

დროთა განმავლობაში ჩემპიონთა ლიგამ საკუთარი სახე დაკარგა და გახდა "დიდი 4-ეულის" ტურნირი (პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A). მაგალითად, უკანასკნელ 25 წელში მხოლოდ 1-მა გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომელიც ამ 4 ჩემპიონატის წარმომადგენელი არ იყო - "პორტო" 2004 (პორტუგალია).

ზოგადად, ევრო ტურნირებზე ყოველთვის დომინანტი კლუბები მაინც მოცემული 4 ჩემპიონატიდან იყვნენ, თუმცა სხვადასხვა დროს ტურნირის მოგება მოახერხეს: "პსვ"-მ, "რედ სტარ ბელგრადმა", "სტიაუამ", "მარსელმა", "სელტიკმა", "რეინჯერსმა", "ბენფიკამ".

მსგავსი კლუბების მიერ ტურნირის მოგების ფაქტები მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ევრო ტურნირებზე "დიდი 4-ეულიდან" კლუბების რაოდენობა გაიზარდა.

კრიტიკული იყო უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, UEFA-ს რეიტინგში, პირველი 4 პოზიციაზე მყოფ ჩემპიონატებს, ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ 4-4 კლუბებით ასპარეზობენ.

სანახაობის მხრივ, შესაძლოა ქომაგები მსგავს ჩემპიონთა ლიგას უფრო უჭერენ მხარს, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ევროპის პატარა ჩემპიონატები დროთა განმავლობაში უკან-უკან წავიდნენ და ეს რეგრესი ყოველდღიურად გრძელდება.

სწორედ ამიტომ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს წარსულშიც არა ერთხელ ჰქონდა ეს იდეა, რომ ერთანი ჩემპიონატები შეექმნათ და კონკურენცია გაეწიათ "დიდი 4-ეულისთვის".

ცხადია, რომ პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა და სერია A კვლავ იქნებიან დომინანტები, თუმცა მათ გაცილებით დიდი კონკურენცია შეხვდებათ პატარა ჩემპიონატებიდან, ვიდრე ახლა.

პირველ რიგში, რეგიონული ლიგის შეკვრის შედეგად, კლუბებს ფინანსური სარგებელი გაეზრდებათ და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი...

ვისთან შეიძლება რეგიონული ლიგის ჩამოყალიბება?
ფეხბურთის დიდი ცოდნაც არ სჭირდება ალბათ, იმის მიხვედრას, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოწოდების სიმაღლეზე არ არის. მეტიც, რაც უფრო გადის წლები შიდა ჩემპიონატის დონე პროგრესის ნაცვლად სამწუხაროდ რეგრესს განიცდის და ეს ევრო ტურნირებზე ყოველ წელს ნათლად ჩნდება.

ადრე თუ ევროპა ლიგის ფლეი ოფამდე ხშირად 2 ქართული გუნდი მიდიოდა, "აეკი" დამატებით დრომდე ვერ უგებდა "დინამოს", "ჩიხურა" "ბურსასპორს" აგდებდა საკვალიფიკაციოდან, "ზესტაფონი" "ბრიუგეს" დონის გუნდს 20 წუთში 3 გოლს უტანდა, ახლა უკვე ფარერების მეცხვარეებისა და მეთევზეების გუნდი "დინამოს" 6 გოლს უტანს...

ცხადია, რომ რეგიონული ლიგის ჩამოყალიბება სწორედ საქართველოს აწყობს, თუმცა ჩნდება კითხვა თუ რომელ ქვეყნებთან უნდა ჩამოყალიბდეს ეს ლიგა?

რა თქმა უნდა, რეგიონული ლიგა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნებთან, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსთან ახლოს არის და ამავდროულად, იმ ქვეყნებსაც უნდა სურდეთ საქართველოსთან ერთად ერთ ლიგაში თამაში.

მწვანე შუქი რეგიონულ ლიგას - რომელ ქვეყნებთან შეიძლება ჩემპიონატის გაერთიანება?

ემხრობით საქართველოს რეგიონულ ლიგაში გაერთიანებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" ესტუმრა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:09

სუარესის ბრწყინვალე სტატისტიკა ლა ლიგაში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:02

ნოიერმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და მარტივად, 4:0 დაამარცხა.

დღეს, 01:57

მორიგი გამარჯება: ატლეტიკომ ბარსა და რეალი კიდევ უფრო ჩამოიტოვა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 01:54

"გავხდებით თუ არა ჩემპიონები?" - ქეცბაია გუშინდელი მატჩის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "ნიქოზიას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:49

კლოპი: "ბევრი დეტალია, რის გამოც წავაგეთ"

ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ფლიკი: "ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ რაღაც მჭირდება"

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" სტუმრად 0:4 გაანადგურა.

დღეს, 01:37

კუმანმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ამავე გუნდის მეკარე შეაქო.

დღეს, 01:34

კურიოზი: რა გააკეთა მაკარიძემ გუშინდელ მატჩში, რასაც გოლი მოჰყვა?

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ალმერია" "საბადელს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:29

საინტერესო ფაქტი: კლოპის ლივერპული ინგლისის თასის 1/8 ფინალს არასოდეს გაცდენილა

"ლივერპული" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:3.

გუშინ, 23:29

რეალის დირექტორი: "ის, რომ მოდრიჩი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა"

"რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გუნდის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი შეაქო.

გუშინ, 23:25

7 ბრაზილიელი გუნდში - ნეიმარმა პსჟ-ს ლეგენდებისგან სიმბოლური ნაკრები შედგინა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა პარიზული კლუბის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა.

გუშინ, 23:12

უხვგოლიანი მატჩი ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერმა ლივერპული ინგლისის თასიდან გამოაგდო! [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უხვგოლიან მატჩში მოუგო.

გუშინ, 22:59

VIDEO: შეუჩერებელი ბრუნო ფერნანდეში! - ულამაზესი საჯარიმო ლივერპულის კარში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულს" ულამაზესი გოლი გაუტანა.

გუშინ, 22:56

შეთანხმება მიღწეულია - ოდეგორი კარიერას პრემიერ ლიგის გრანდში გააგრძელებს!

პრემიერ ლიგის გრანდი "რეალს" ნახევარმცველ მარტინ ედეგორის არენდაზე შეუთანხმდა.

გუშინ, 22:46

პირლო: "იუვენტუსს ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ახალი თავდამსხმელის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:39

ბარსელონამ გასვლით მატჩში ელჩეს ადვილად მოუგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონა" "ელჩეს" ესტუმრა.

გუშინ, 21:22

იბრაჰიმოვიჩის ახალი ფოტო - ზლატანმა თმა ბოლომდე გადაიპარსა?

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

გუშინ, 21:12

VIDEO: ბრაზილიაში ავიაკატასტროფას 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მეოთხე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ "პალმასის" თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გუშინ, 21:05

არტეტა: "ოზილი სამუდამოდ დარჩება არსენალის ისტორიაში"

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ნახევარმცველ მესუთ ოზილს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 20:56

ბაიერნმა სტუმრად შალკე არ დაინდო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა! [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "შალკემ" შინაურ კედლებში "ბაიერნს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:42

ოფიციალურად: მესუთ ოზილი ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია

"ფენერბაჰჩემ" "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველის, მესუთ ოზილის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 20:35

"ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი, აქ ყოფნა დიდი პატივია", - მილანის ახალწვეული

ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ფიკაიო ტომორიმ "მილანში" იჯარის წესით გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:26

ნაპოლი ვერონასთან სტუმრად უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ვერონამ" შინაურ კედლებში "ნაპოლის" უმასპინძლა.

გუშინ, 20:07

კლოპი სალაჰისადმი ბარსელონასა და რეალის ინტერესს გამოეხმაურა

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰისადმი ესპანური გრანდების ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 19:50

ჩელსი ლამპარდის შემცვლელად ახალ კანდიდატურას განიხილავს

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ჩელსიმ" მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი დაითხოვოს.

გუშინ, 19:30

"ყოველთვის შენ", - კონტემ წითელი ბარათი მსაჯთან დაპირისპირების გამო მიიღო

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი გუნდის მენეჯერი გუშინდელი მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 18:41

ჩელსიმ აბრაჰამის ჰეთ-ტრიკით იმარჯვა, ვერნერმა პენალტი გააცუდა [VIDEO]

ინგლისის FA CUP-ის 1/16-ფინალში „ჩელსიმ“ შინ „ლუტონი“ 3:1 დაამარცხა.

გუშინ, 18:29

იუვენტუსმა შინ ბოლონია დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 17:24

კლუბი, რომელში გადასვლასთანაც იოვიჩი აინტრახტში დაბრუნებამდე იყო ახლოს

„აიაქსის“ ხელმძღვანელობა ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკა იოვიჩის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

გუშინ, 17:20
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10