» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?


გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

2020 წლის დეკემბერში "უოტფორდში" დატრიალდა საკმაოდ უცნაური სამწვრთნელო კარუსელი - ვლადიმირ ივიჩის მოულოდნელი გათავისუფლების შემდეგ, მისი ადგილი ჩისკო მუნიოსმა დაიკავა. საფეხბურთო სამყაროსთვის რჩება გაურკვეველი, თუ რით მოხიბლა ესპანელმა "ირმების" უფროსობა, ალბათ, საქართველოს ჩემპიონობით.

აღსანიშნავია, "ყვითლების" ამჟამინდელი დამრიგებლის წინამორბედმა ამ თანამდებობაზე გაძლო სულ რაღაც ოთხი თვე, 2020 წლის 15 აგვისტო - 2020 წლის 19 დეკემბერი. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ სერბის მოღვაწეობა წარუმატებლად შეფასებული სულაც არ იყო.

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

ჰერტფორდშირელებმა მისი დამრიგებლობით ჩაატარეს 11 შეხვედრა - ექვსი გამარჯვება, სამი ფრე და ორი მარცხი, ქულების საერთო რაოდენობის 54.5%. რაც შეეხება პოზიციას სატურნირო ცხრილში, "ვიკარიჯ როუდის" მკვიდრების ექს-თავკაცის გაშვების მომენტისთვის, გუნდი იყო მე-3 ადგილზე და ეპლ-ის საგზურისთვის იბრძოდა.

როგორც ვხედავთ, ბალკანელის გუნდში ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით და მისი კოლექტივი ჩემპიონშიფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებდა. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გაუშვეს 43-წლის დამრიგებელი?

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

გამოძიების დაწყებამდე, შესავლის სახით გვინდა ავღნიშნოთ, "უოტფორდი" არის გუნდი, რომელიც მთავარ მწვრთნელებს სინათლის სისწრაფით იცვლის. მხოლოდ 2018-ის იანვრიდან დღემდე, "ირმებმა" სამსახურის გარეშე 7 თავკაცი დატოვეს. სტატისტიკურად, დამრიგებელი ამ გუნდში საშუალოდ 5 თვეს ატარებს.

აქედან გამომდინარე, როგორც ვხედავთ, ივიჩის გათავისუფლება ვადის თვალსაზრისით რაღაც მოულოდნელობა სულაც არ იყო. ცნობილი ფაქტია, თავკაცების ხშირი ცვლის გამო, "ყვითლები" სარგებლობენ უარყოფითი რეპუტაციით და მწვრთნელების უმეტესობა ამ გუნდში მისვლას არ ჩქარობს.

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

რაც შეეხება პირენეელს, თავისი წინამორბედის გათავისუფლების შემდეგ, ჰერტფორდშირელების პირველი არჩევანი ის სულაც არ იყო. დავუბრუნდეთ სერბს და დეტალურად ვისაუბროთ მისი გაშვების მიზეზების შესახებ. 2020 წლის 19 დეკემბერი, ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონის მე-20 ტური: წაგება სტუმრად "ჰადერსფილდთან", 0:2.

აღნიშნულ მარცხში თვალშისაცემი არის არა უშუალოდ შედეგი, არამედ ის გარემოება, რომელიც ამ შეხვედრის გარშემო ტრიალებდა. საქმე ისაა, რომ ვლადიმირმა არ ათამაშა თავისი გუნდის ლიდერი, ტროი დინი, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

ინგლისელის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩენა ცნობილი იყო შეხვედრის დაწყებამდე და კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი ფეხბურთელის გადაღლით ახსნა. თავად "ვიკარიჯ როუდის" მკვიდრების კაპიტანი არ მალავდა უკმაყოფილებას და არც სოციალურ ქსელში აქტიურობისგან იკავებდა თავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც "უოტფორდის" დამრიგებელს ჰკითხეს ბრიტანელის შესახებ, მან განმარტა, უთამაშებლობის მიზეზი დისციპლინის დარღვევაში იმალებოდა. ამ განცხადების გაკეთებიდან ზუსტად 4 საათში, ბალკანელი სამსახურის გარეშე დარჩა. როგორც ვხედავთ, "ირმების" უფროსობამ გუნდის მოთამაშე თავკაცზე წინ დააყენა.

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

ცნობილი ფაქტია, "ყვითლების" ხელმძღვანელობისთვის გუნდის ავტორიტეტი ფეხბურთელები დგანან დამრიგებლებზე მაღლა და მწვრთნელების ხშირი ცვლა სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული. მხოლოდ 2013-2015 წლების შუალედში ჰერტფორდშირელებმა კლუბში არსებული კონფლიქტების გამო 6 თავკაცი გამოიცვალეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, "ვიკარიჯ როუდის" ბინადრები პერიოდულად ახერხებენ პრემიერ ლიგაში აღზევებას, იქ დამკვიდრებასა და ჩემპიონშიფში გავარდნის შემთხვევაში, მომენტალურ დაბრუნებას. როგორც ვხედავთ, ჩისკოს გუნდისთვის წლევანდელი სეზონიც ამ სცენარით მიმდინარეობს.

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

სწორედ ამიტომ არის "უოტფორდის" ხელმძღვანელობისთვის იგივე დინი პირობით ივიჩზე ფასეული, რადგან ის გუნდისთვის შედეგს ნებისმიერი დამრიგებლის მუშაობით დებს. თავად მოთამაშეებს კი აქვთ იმის გარანტია, რომ "ირმების" უფროსობა მათ შენარჩუნებას მთელი ძალებით ეცდება.

რაც შეეხება ესპანელი დამრიგებლის მოღვაწეობას, "ყვითლებმა" მისი ხელმძღვანელობით ვერაფერი მოუხერხეს "სუონსი სიტის", თუმცა გამარჯვება იზეიმეს "ნორვიჩთან". ამის გარდა, ჰერტფორდშირელებმა ასოციაციის თასზე წააგეს "მანჩესტერ იუნაიტედთან", მაგრამ ამას კატასტროფად ვერ ჩავთვლით.

მანჩესტერი-უოტფორდი 1:0



"ვიკარიჯ როუდის" ბინადრები სატურნირო ცხრილში ამჟამად არიან მეექვსე ადგილზე და პრემიერ ლიგის საგზურამდე მათ ოთხი ქულა აშორებთ. როგორც ვხედავთ, სერბის გაშვების შემდეგ, შედეგის თვალსაზრისით არ შეინიშნება წინსვლა, მაგრამ მუნიოსის სასარგებლოდ თამაშობს ის ფაქტი, რომ გასახდელზე კონტროლი მას ჯერ არ დაუკარგავს.

საინტერესოა, რამდენ ხანს გაჩერდება "უოტფორდის" ამჟამინდელი დამრიგებელი თავის თანამდებობაზე. ვინ იცის, პრემიერ ლიგაში აღზევებისა და გუნდში მშვიდობიანი ატმოსფეროს შენარჩუნების შემთხვევაში, პირენეელმა იქნებ შეძლოს სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც "ირმებში" დიდი ხნით დარჩენით იქნება განპირობებული.

გუნდი, რომელშიც ერთი მოთამაშე დგას მწვრთნელზე მაღლა - ჩისკოს წამზომი უკვე ჩაირთო?

გამოკითხვა

რამდენ ხანს გააჩერებს უოტფორდი თავისთან ჩისკოს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბარსელონას ექს-ფეხბურთელი არგენტინული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი, გაბრიელ მილიტო, „არგენტინოს ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, 15:57

არსენ ვენგერი არსენალიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა

„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, გუნდიდან მესუთ იოზილის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 15:54

ლოვრენი: "კლოპმა მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ მე ანალოგიურით არ ვუპასუხე"

„ზენიტის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, იურგენ კლოპთან მიმოწერა გაასაჯაროვა.

დღეს, 15:47

უეფამ წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა! მას გულშემატკივრები ირჩევდნენ

უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 15:41

ვერონი: "დიბალას იუვენტუსის დატოვებას ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 13:37

"იმედი მაქვს, პოგბას სატრანსფერო საგა მალე დასრულდება", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 13:29

"მე უფრო ვენატრები ლივერპულს, ვიდრე პირიქით, კლოპმა ეს იცის", - ლოვრენი

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის, "ლივერპულის"

დღეს, 13:03

"ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოს ვართ", - სტოუნსი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:54

ლივერპულის კედელი - ფაბინიოს შთამბეჭდავი სერია გრძელდება

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ფაბინიო ტავარესი იყო.

დღეს, 12:49

ითამაშებს თუ არა რამოსი კოპა დელ რეიზე დღეს?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშებაში "ალკოიანოს"

დღეს, 12:42

მატჩი, რომელიც რეიტინგით მხოლოდ სამეფო კარის თამაშებს ჩამოუვარდა

Sky Sports-ზე დაფიქსირდა ახალი რეკორდი - ეთერში გავიდა საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ერთდროულად 4.5 მილიონმა

დღეს, 12:31

კინი: "ლივერპულთან მატჩში, რაშფორდი მოედანზე არ შემიმჩნევია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, მარკუს რაშფორდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:24

"ის, რაც მოხდა ინტერის წინააღმდეგ, ნაპოლისთან არ განმეორდება", - დანილო

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, დანილო და სილვამ "ნაპოლის" წინააღმდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ

დღეს, 12:17

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 12:06

ვინ გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი? - ბუკმეიკერების პროგნოზი

პრემიერ ლიგის 2020-2021 წლის სეზონში ბუკმეიკერები საუკეთესო ბომბარდირობას უწინასწარმეტყველებენ მოჰამედ სალაჰს.

დღეს, 11:56

"ბარსელონა ბილბაოსთან წაგებას არ იმსახურებდა", - ალბა

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 11:46

"იუვენტუსში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს", - კიელინი

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:40

ბარელას ხელში ჩაგდებას 3 გრანდი ცდილობს

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ნიკოლო ბარელას მსურველების რიგი უდგას.

დღეს, 11:34

"სკუდეტოს მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით", - ვიდალი

"ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ

დღეს, 11:24

ხაბიბის მწვრთნელმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც ნურმაგომედოვის დამარცხების შანსი ექნებოდა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, დაასახელა მებრძოლი

დღეს, 11:04

"ამას მე ვერ გავაკონტროლებ", - ლამპარდი ჩელსიდან გაშვებაზე ღიად ალაპარაკდა

„ლესტერთან“ წაგების (0:2) შემდეგ, ფრენკ ლამპარდი თავის მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 11:01

"არა, ბარსელონას ჩემთვის ჯერ არ გადაუხდია", - სეტიენი

„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა დასძინა, რომ კატალონიურ გუნდს, მისთვის ნაადრევი გაშვების გამო ფული ჯერ არ გადაუხდია.

დღეს, 10:58

"მესის ინტერში გადასვლაზე მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაიყოლიებს", - ვერონი

ყოფილმა არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:55

ბარსელონას ფეხბურთელები გრიზმანს ბოლო განცხადების გამო გაუნაწყენდნენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები თავიანთი თანაგუნდელით, ანტუან გრიზმანით უკმაყოფილოები დარჩნენ.

დღეს, 10:52

ტურინში კრიშტიანუ რონალდუს და ფლორენტინო პერესის შეხვედრა შედგა

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გამართა შეხვედრა.

დღეს, 10:49

პოჩეტინო იხსენებს, როგორ იყო ახლოს მესი ესპანიოლში გადასვლასთან

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 10:45

მაესტრო, რომელიც უკრავს არა როიალზე, არამედ დრამზე - პირლოს 5 პრობლემა იუვენტუსში

ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლოს მწვრთნელობით რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავს. "ბებერი ქალბატონის"

დღეს, 08:22

იტალიის სუპერთასი - მორიგი ტიტული რონალდუს კოლექციაში თუ კიდევ ერთი წაგება?

დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე სკუდეტოს უცვლელი მფლობელი, ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდება კოპა იტალის მოქმედ

დღეს, 08:20

რას ვუყუროთ დღეს? - პირლო Vs გატუზო იტალიის სუპერთასზე და ბევრი სხვა

დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სკუდეტოს უცვლელი მფლობელი, ტურინის "იუვენტუსი"

დღეს, 08:19

ოფიციალურად: ლუკა იმნაძე ახალ კლუბში გადავიდა

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ 23 წლის ფორვარდი ლუკა იმნაძე კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებდა.

დღეს, 02:19
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10