ავტორიზაცია

"მას დამლაგებლადაც არ დავნიშნავდი", - რონალდ კუმანის ცნობილი საფეხბურთო მტრები

"მას დამლაგებლადაც არ დავნიშნავდი", - რონალდ კუმანის ცნობილი საფეხბურთო მტრები
თარიღი 10 თებ 2021, 17:07
რუდი გარსია არის უკანასკნელი პიროვნება, რომელიც რონალდ კუმანის საფეხბურთო მტრების სიაში ჩაეწერა.

საქმე ასე იყო - თავიდან, რონალდ კუმანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ „პსჟ-ს“ ფეხბურთელები და წარმომადგენლები ლეო მესის შეძენის სურვილს ღიად გამოთქვამდნენ, მაშინ როდესაც ის კონტრაქტით „ბარსელონასთან“ არის დაკავშირებული. რუდი გარსიამ კი მას უპასუხა და თქვა, რომ ის თავად უარესს აკეთებს, როცა მემფის დეპაიზე ლაპარაკობს ღიად.

საბოლოოდ, კუმანმა დასძინა, რომ ალბათ, რუდი გარსიას პრესაში პოპულარობა სურს, მას კი ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კუმანი ვიღაცას საჯაროდ უპირისპირდებოდა. Marca-მ წინა შემთხვევებიც მოკლედ მიმოიხილა

კუმანი VS ხოაკინი

მათ შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა ხოაკინი „ვალენსიაში“ თამაშობდა, კუმანი კი ამ გუნდს სათავეში ჩაუდგა.

„ეს ფეხბურთელი 25 მილიონი ევრო დაუჯდა კლუბს, არადა მისი ფასი 25 ევროც კი არ იყო.“ - აღნიშნა გუნდიდან წასვლის შემდეგ ჰოლანდიელმა.

საინტერესოა, რომ მათ შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა ახლაც გრძელდება. კერძოდ, ფეხბურთელმა კუმანის „ბარსაში“ დანიშვნის შემდეგ ღიად თქვა, რომ კუმანს გუნდის მწვრთნელად კი არა, დამლაგებლადაც არსად დანიშნავდა.

კუმანი VS კანისარესი

„ევერტონიდან“ წარუმატებელი შედეგების გაშვების შემდეგ, კუმანი ექს-მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გააკრიტიკა, რომელსაც, ხოაკინის მსგავსად, მწვრთნელთან კონფლიქტი „ვალენსიაში“ თამაშის დროს ჰქონდა.

„ევერტონმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებში ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ კიდევ ერთხელ, კუმანმა ახალი პროექტის წამოწყება ვერ შეძლო.

იმედია, ერთ დღეს ის იწავლის, როგორ უნდა გააკეთოს ეს. ის მოვიდა ოდნავ გაფუჭებული კომპიუტერის შესაკეთებლად და იქამდე მიაღწია, რომ ის კიდევ უფრო მეტად გააფუჭა.“

კუმანი VS ალბელდა

„ვალენსიაში“ დანიშვნა რომ სრული კრახი იყო კუმანისთვის, იქიდანაც ჩანს, რომ კონფლიქტში ის გუნდის სხვა ფეხბურთელთან, დავიდ ალბელდანასთანაც იყო. „ბარსელონას“ დომინაციის პერიოდში, ექს-მცველმა ასეთი რამ თქვა:

„იმედია, ერთ დღესაც „ბარსელონას“ რონალდ კუმანი ჩაიბარებს. მაშინ, ლა ლიგა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება.“ - ალბელდამ იგულისხმა ის, რომ „ბარსა“ შესუსტდება.

კუმანი VS ვან გაალი

კუმანი ვან გაალის გაწვრთნილ „ბარსელონაში“ თამაშობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა წლების შემდეგ, „აიაქსში“ გაფუჭდა.

„აიაქსში ლუისთან პრობლემა მქონდა. მე გუნდის მწვრთნელი ვიყავი, ის კი - სპორტული დირექტორი. ბევრი უთანხმოება გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეთამაშა გუნდს და რა მომავალი უნდა ჰქონოდა.

სიმართლე ისაა, რომ ბევრი არასასიამოვნო მომენტი გვქონდა. კარგი მეგობრები ნამდვილად არ ვიყავით.“ - აღიარებდა მოგვიანებით კუმანი.