ავტორიზაცია

სახალისო ისტორია ჟოზეს ინტერიდან - რა გააკეთა მაიკონმა შვებულების მისაღებად?

სახალისო ისტორია ჟოზეს ინტერიდან - რა გააკეთა მაიკონმა შვებულების მისაღებად?
თარიღი 10 Feb 2021, 20:16
ყველას გვახსოვს ჟოზე მოურინიოს "ინტერი", რომელმაც 2009-2010 წლის სეზონში მოიგო ტრებლი (ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, კოპა იტალია).

მილანური გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო დუგლას მაიკონი, რომელიც დეკემბრის ბოლო პერიოდში მუდამ საშობაო არდედეგებზე გამგზავრების შესახებ ფიქრობდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ბრაზილიელ მარჯვენა მცველთან დაკავშირებულ ერთ საკმაოდ სახალისო ისტორიას იხსენებს:

"სიენას ვეთამაშებოდით. მახსოვს მითხრეს - მაიკონი შობის წინ ყოველთვის იღებს მეხუთე ყვითელ ბარათს, დისკვალიფიკაციისთვისა და დღესასწაულის სამშობლოში გატარებისთვის.

მე ის გავაფრთხილე - ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, შვებულება არც განიხილებოდა. ბრაზილიელმა მკითხა, გოლის გატანის შემთხვევაშიც კი არ წავიდოდა ის?

მხოლოდ ორი ბურთის გატანის, ვუპასუხე მე. დუგლასმა რეალურად გაიტანა ორი გოლი და შემდეგ მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.

მან მიიღო თავისი შვებულება და ამასთან ერთად, მე ის დამატებითი ერთი კვირაც დავასვენე", - იხსენებს "ნერაძურის" ყოფილი ტაქტიკოსი.