ავტორიზაცია

AS-ი მაკარიძის შესახებ: "კატის რეფლექსები აქვს"

AS-ი მაკარიძის შესახებ: "კატის რეფლექსები აქვს"
თარიღი 10 თებ 2021, 21:26
"ალმერიას" მეკარე, გიორგი მაკარიძე ლა ლიგა 2-ის 24-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა. AS-მა ქართველი ასე დაახასიათა:

"მაკარიძე არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ალმერია ფუენლაბრადასთან არ დამარცხდა. მან რამდენიმე ურთულესი სეივი გააკეთა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია კანტეს დარტყმული, რომლის მოსაგერიებლად ქართველ მეკარეს კატის რეფლექსის გამოყენება დასჭირდა".

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელთა კიპერმა ზემოაღნიშნულ შეხვედრაში არც მეტი არც ნაკლები ცხრა სეივი გააკეთა.

"ალმერია" სატურნირო ცხრილში ამჟამად მესამე ადგილზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლა ლიგაში აღზევების შანსი საკმაოდ მაღალია.