პსჟ-ში ბარსელონადან სკანდალით წასული ხავი სიმონსის დებიუტი შედგა
"პსჟ"-ს რიგებში "ბარსელონას" აღზრდილის, ხავი სიმონსის დებიუტი საფრანგეთის თასის ეგიდით "კანთან" გამართულ მატჩში შედგა.
17 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედანზე 78-ე წუთზე იულიან დრაქსლერის ნაცვლად მოგვევლინა.
"პსჟ"-მ ქვეყნის თასის 1/32 ფინალში სტუმრად "კანი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე მოიზე კინმა შეაგდო.
ხავი სიმონსი, რომელიც კატალონიური გრანდის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად მიიჩნეოდა, "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 2019 წელს სკანდალით წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" ახალგაზრდა ფეხბურთელთან პირველი პროფესიონალურ კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდნენ, გამორჩეული პირობებით - 200 ათასი ევრო ხელფასის სახით, გარანტირებული ადგილი "ჟუვენილ A"-ში (17-18-წლამდელთა გუნდი, ბოლო კატეგორია აკადემიაში), სეზონის განმავლობაში "ბარსელონა B"-ში გადასვლის შესაძლებლობა და ფინანსური ბონუსები მასში მოხვედრისთვის. ცნობილია, რომ "პსჟ"-ში გადასვლასთან დაკავშირებით, ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ცნობილმა აგენტმა, მინო რაიოლამ იქონია.