» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით


სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გასული ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დიეგო სიმეონე დაასახელა. განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ის ამ სტატუსს და ცარიელი ციფრების გარდა, კონკრეტულ ფაქტებსაც გავუსვათ ხაზი. მოკლედ, არგენტინელის მუშაობის ერთგვარი ანალიზი.

2013-2014 წლის სეზონში, როდესაც მადრიდის "ატლეტიკო" გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, აღნიშნულ გუნდზე საუბრობდნენ ისე, როგორც ორი წლის მერე "ლესტერის" შესახებ. უფრო კონკრეტულად: პატარა კოლექტივის ზღაპარი, რომლითაც დაიმსხვრა გრანდების ჰეგემონია.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

აღნიშნული მოსაზრება არ არის მართებული, რადგან "ინდიელების" აღზევება დაიწყო ლა ლიგაში ჩემპიონობამდე და ამასთან ერთად, გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში, პრიმერაში წამყვანი პოზიციების შენარჩუნებით. დიახ, ფეხბურთის რომანტიზმის თვალსაზრისით, "მელიების" ჩემპიონობა არის უფრო დასამახსოვრებელი, მაგრამ "როხიბლანკოს" სასარგებლოდ სტაბილურობა თამაშობს.

მართალია, პრემიერ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ, "ლურჯები" არ გავარდნილან ჩემპიონშიფში, თუმცა საერთო ჯამში მათი ტრიუმფი არის ერთსეზონიანი გაელვება, რასაც ვერ ვიტყვით "თეთრ-წითლების" შესახებ. სიმეონეს გუნდი არის პროექტი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და ცხადია, უმთავრეს როლს მასში სწორედ ჩოლო თამაშობს.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

მისი სახელი მუდამ ტრიალებს სხვადასხვა ტოპ-კლუბების გარშემო, თუმცა ფაქტია, 2011 წლის 23 დეკემბრის შემდეგ, სამუშაო ადგილს ის არ იცვლის. რაში მდგომარეობს არგენტინელის ფენომენი? მან თავისი გუნდი დააბრუნა არა მხოლოდ ესპანური, არამედ ევროპული ფეხბურთის რუკაზე.

"ატლეტიკოს" ხერხემალს წარმოადგენენ იმ კონკრეტული მომენტისთვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვეტარანები და კლუბის აღზრდილები. მადრიდელები პრაქტიკულად არასდროს ხარჯავდნენ ასტრონომიულ თანხებს ტოპ-ტრანსფერებზე, ცხადია, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

პარადოქსი - დიდ თანხად ნაყიდი ფეხბურთელების უმეტესობა დიეგოს არ გამოადგა. შეგვიძლია გავიხსენოთ ტომას ლემარი (72 მილიონი), დიეგო კოშტას დაბრუნება ლონდონის "ჩელსიდან" (60 მილიონი), ალვარო მორატა-ჯექსონ მარტინესი (35-35 მილიონი). ჟოაო ფელიქსის (127 მილიონი) ტრანსფერის შესახებ დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა.

დიახ, "ინდიელებმა" 54 მილიონ ევროდ იყიდეს ანტუან გრიზმანი, 40-ად კი რადამელ ფალკაო, თუმცა პირველი როგორც ასეთი ვარსკვლავად ჩამოყალიბდა უშუალოდ აქ, მეორემ კი ხანმოკლე პერიოდი გაატარა. ისეთ მოთამაშეებში კი როგორებიც არიან დიეგო გოდინი, ლუის სუარესი, კოკე რესურესიონი და საულ ნიგესი, ფული გადახდილი პრაქტიკულად არ არის.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

ცალკე აღნიშნვის ღირსია "როხიბლანკოს" გასხვისების პოლიტიკა. მხოლოდ იგივე გრიზმანის, ლუკას ერნანდესის, როდრი ერნანდესისა და ტომას პარტეის გაყიდვით, კლუბმა 300 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. მოკლედ, დიეგო არის ტაქტიკოსი, რომელიც გუნდს არ აგდებს ზარალში, პირიქით.

მინიმალური ხარჯებით მაქსიმალური შედეგის დადება არის თვისება, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვა დანარჩენ კომპონენტებსა და უნარებზე მაღლა დგას. როდესაც მისი გუნდიდან მიდიოდა წამყვანი მოთამაშე, ის ოპერატიულად პოულობდა შემცვლელს, თანაც ისეთს, რომელიც "თეთრ-წითლების" სტილს მომენტალურად მოერგებოდა.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

გაიხსენეთ ფეხბურთელი, რომელიც სამხრეთ ამერიკელმა სპეციალისტმა სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლა ახლაწვეულით - დიახ, ასეთი არავინაა. ცალკე აღნიშნვის ღირსია მეკარეების საკითხი: დავიდ დე ხეა შეიცვალა ტიბო კურტუათი, ეს უკანასკნელი კი იან ობლაკით, ბრავო 50-წლის ტაქტიკოსს.

მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოჩნდა ჯერ კიდევ სადებიუტო სეზონში, რომლის შუა პერიოდში მოსვლის შემდეგ, თავის გუნდს მან ევროპა ლიგა მოაგებინა. შემდეგ იყო უეფას სუპერთასი, კოპა დელ რეი, პრიმერა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სუპერკოპა, ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალი, ევროპა ლიგის კიდევ ერთი ტიტული და კვლავ უეფას სუპერთასი.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

სიმეონეს გუნდის მიერ გამწარებული ტოპ-კლუბების რაოდენობა კი საკმარისზე მეტია და ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი იყო ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მოქმედი ტრიუმფატორი, "ლივერპული", რომელიც "ვანდა მეტროპოლიტანოს" მკვიდრებმა ჩვეულ სტილში მოგუდეს.

"ატლეტიკოს" ხშირად ადანაშაულებენ დაცვითი ფეხბურთის გადაჭარბებულად ექსპლუატირებაში, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ჩოლოსთვის პირველ ადგილზე დგას შედეგი და არა ლამაზი სურათი, აქედან გამომდინარე, ის უბრალოდ თავის პრინციპებს არასდროს ღალატობს.

ლივერპული-ატლეტიკო 2:3



ამასთან ერთად, მადრიდელთა "ანტი-ფეხბურთს" სხვადასხვა დროს ხომ შეეწირნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან "ბარსელონა" (არაერთხელ), "მილანი", ჟოზე მოურინიოს ლონდონის "ჩელსი" და პეპ გვარდიოლას მიუნხენის "ბაიერნი". რომელი გუნდის ქომაგი არ ისურვებდა ამ ტიტანების დამარცხებას?

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, არგენტინელს აკლია იგივე გვარდიოლას ან იურგენ კლოპის ინგლისური პიარი, თუმცა არ აკლია აღიარება ზოგადად საფეხბურთო სამყაროსგან. IFFHS-ის ჯილდო არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ დიეგოს სამწვრთნელო კარიერა ჯერ კიდევ სწორი კურსით მიდის.

სიმეონე: ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი - შევამოწმოთ ეს არა ციფრებით, არამედ ფაქტებით

გამოკითხვა

არის თუ არა სიმეონე გასული ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს მადრიდის 'რეალი" და "ალკოიანო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:30

მორიგი გამარჯვება: იუნაიტედმა სიტის ლიდერობა არ შეარგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 02:02

რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:56

VIDEO: პოგბუუუუუუუუმ! ფრანგის ულამაზესი გასროლა ფულჰემის კარში

ფრანგმა „ფულჰემს" ულამაზესი შორეული დარტყმით გაუტანა.

დღეს, 01:50

ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთის ისტორიაში! - რონალდუს ახალი რეკორდი

იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" უპირისპირდება და 1:0 ამარცხებს.

დღეს, 01:31

ბაიერნმა კვლავ ლევანდოვსკის გოლით მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:29

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" უპირისპირდება. ანგარიში 1:1-ია.

დღეს, 01:03

"მოვიგებთ თუ არა პრემიერ ლიგას?" - კლოპის კომენტარი

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერ ლიგის მოგების შანსებს აფასებს.

დღეს, 00:59

გადაწყვეტილია: ატლეტიკომ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" ზამთრის ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 00:54

კუმანი: "რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ მბაპეს და ნეიმარის შეძენა მსურს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "პსჟ"-ს სპორტული დირექტორის კომენტარს ეხმაურება.

დღეს, 00:50

გაგრამ გაძლიერება დაიწყო და 2 ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა "გაგრამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

დღეს, 00:46

ამჟამად, ჯაბა კანკავას საფრანგეთში თამაშის უფლება არ აქვს

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას "ვალენსიენსში" გააგრძელებს.

დღეს, 00:42

მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:39

რეალის ფეხბურთელმა წასვლა მოითხოვა, პირველი მსურველიც გამოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლა მოითხოვა.

გუშინ, 23:15

"ვინ იტყვის უარს ნეიმარზე და მბაპეზე?", - კუმანი მესისადმი პსჟ-ს ინტერესს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლიონელ მესისადმი "პსჟ"-ს ინტერესს გამოეხმაურა.

გუშინ, 23:06

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

გუშინ, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

გუშინ, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

გუშინ, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:11

კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:05

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"აიაქსის" დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 21:53

კუმანი: "ჩემთვის ხელოვნურ მოედნებზე თამაში ფეხბურთი არ არის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომავალი მეტოქის მოედანი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:43

ლაუტაროს მომავალი საბოლოოდ გადაწყდა, გარიგების პირობები ცნობილია

"ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის აგენტი მოლაპარაკებების დასახურად იტალიაში ჩავიდა.

გუშინ, 21:37

ლივერპული საბოლოო პასუხს ელოდება - რა ვითარებაა ვეინალდუმის გარშემო?

"ლივერპული" და ჰავბეკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან.

გუშინ, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რატომ ჭიანურდება ახალ კლუბში ოზილის ტრანსფერი

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჭიანურდება.

გუშინ, 21:24

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელსაც ალაბამ რეალის გამო უარი შეუთვალა

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ "რეალთან" კონტრაქტი შეთანახმა.

გუშინ, 21:04

რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.

გუშინ, 20:59

ტურინში იუვენტუსისა და რეალის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ტურინული გრანდის ბაზაზე "რეალის" ხელმძღვანელს უმასპინძლა.

გუშინ, 20:50
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10