ავტორიზაცია

რა სტატისტიკით დატოვა ხარაიშვილმა გიოტებორგი?

რა სტატისტიკით დატოვა ხარაიშვილმა გიოტებორგი?
თარიღი 13 თებ 2021, 11:13
როგორც მოგეხსენებათ, "გიოტებორგის" აწი უკვე ყოფილმა შემტევმა, გიორგი ხარაიშვილმა კარიერა "ფერენცვაროშში" გააგრძელა.

ქართველი ვინგერის ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება და სანამ ეს მოხდება, გავიხსენოთ მისი მონაგარი შვედეთში.

ბუდაპეშტური გუნდის ახალწვეული გარემარბი "თეთრ-ლურჯებში" 2018-2021 წლებში ირიცხებოდა და ამ დროის მანძილზე მან ჩაატარა 78 მატჩი, რომელშიც გაიტანა 20 გოლი და გააკეთა 13 ასისტი.

აქვე დავატამებთ, რომ 24-წლის ფლანგელს ერთი ბურთი გატანილი აქვს ეროვნულ ნაკრებშიც, 2019 წელს, გიბრალტართან.

შეგახსენებთ, ხარაიშვილის თანაგუნდელი უნგრულ გუნდში იქნება ლაშა დვალი, რომელმაც ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც მოასწრო თამაში.