» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!


ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!

"ბარნლის დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაასწრო "ლივერპულს" და მოიპოვა პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი, სხვათაშორის პირველად, 2017 წლის სექტემბრის შემდეგ. ამის გარდა, კონკრეტულად ახალი წლის დასაწყისში ეს გუნდი პირველ ადგილზე ბოლოს იყო 2013-ში, სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელ სეზონში.

"წითელი ეშმაკების" ჩემპიონობის შესახებ საუბარი ნაადრევია, თუმცა ფაქტია, ამის შესაძლებლობა აღნიშნულ გუნდს ნამდვილად აქვს. "მანიუ" შიდა ჩემპიონატში საერთო ჯამში ატარებს ძალიან კარგ სეზონს, მაგრამ სრულყოფილებისთვის გუნდს სჭირდება 3 პრობლემის აღმოფხვრა. განვიხილოთ ეს გარემოებები.

ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!

ბრუნოზე "შემჯდარი" მანკუნიანელები

"ემიუ" დამოკიდებულია პორტუგალიელზე და ეს ერთის მხრივ არის როგორც კარგი, ისე ცუდიც. დადებით კატეგორიაში გადის ის გარემოება, რომ ფერნანდეში პრაქტიკულად არ აგდებს თამაშს და სანამ ის მწყობრშია, მისი გუნდი მინიმუმ ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება.

რაც შეეხება უარყოფითს, უბრალოდ წარმოიდგინეთ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები თავიანთი ლიდერის გარეშე. მძიმე ტრავმისგან არავინ არის დაზღვეული და იმ შემთხვევაში, თუ 26-წლის ფლეიმეიქერი გადაინაცვლებს ლაზარეთში, დემონი თავისი სამკაპის გარეშე დარჩება.

ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!

გულშემატკივრები იტოვებენ იმის იმედს, რომ მათ ფავორიტს არაფერი დაემართება, თუმცა ფაქტია, ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი, წარმატებასთან ახლოს ვერ იქნება. რა არის გამოსავალი? ერთი შეხედვით, პირენეელის ფუნქციების შემსუბუქება, მაგრამ უფრო ადეკვატური გარემოება დანარჩენი მოთამაშეების გააქტიურება იქნება.

ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!

დაცვა ჯერ კიდევ მისახედია

ულე-გუნარ სოლსკიაერის გუნდის სუსტ წერტილად უკანახაზი რჩება. ჰარი მაგუაირს უწყვილდებიან ვიქტორ ლინდელოფი და ერიკ ბაილი, თუმცა პერიოდულ შეცდომებს ორივე შემთხვევაში ვხედავთ. ფაქტია, "ოცნებათა თეატრის" მკვიდრებზე მეტი ბურთის გამშვები გუნდი მე-11 პოზიციამდე არ მოიძებნება.

დიახ, პირველიდან - მე-11 ადგილამდე, ყველაზე ცუდი დაცვის მქონე გუნდი სწორედ "მანჩესტერია". ამის გარდა, მე-16 ადგილზე მყოფ "ბარნლის" აგრეთვე "იუნაიტედზე" ნაკლები აქვს გაშვებული, გასავარდნ ზონაში მყოფ "ფულჰემს" კი ბურთების იგივე რაოდენობა.

ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!

გასაგებია, რომ "წითელი ეშმაკების" ანტი-რეკორდში უდიდეს როლს თამაშობს "ტოტენჰემთან" განცდილი 1:6, თუმცა იგივეს არ გამეორების გარანტიას გუნდის ცენტრბექები ჯერ ვერ იძლევიან. მოკლედ, ერთი კარგი ფერნანდეში "ემიუს" უკანახაზშიც ჰაერივით სჭირდება.

ემიუს ჩემპიონობამდე 3 პრობლემა აშორებს - პირველად 7 წლის შემდეგ, ოცნებათა თეატრი კვლავ გაიხსნა!

სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა

"მანკუნიანელები" აღზევდნენ პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე, თუმცა ეს გუნდი ჯერ კიდევ რჩება იმ არასტაბილურ კოლექტივად, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია წაგება. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, თუ რა სიხშირით სჭირდება ხოლმე "მანიუს" ქამბექების გამოდნობა.

შეხვედრები, რომელშიც "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების ანგარიშზე ფიქსირდება მარტივი გამარჯვება, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. "ნიუკასლ იუნაიტედთან" მოპოვებულ 4:1-შიც კი 86-ე წუთამდე ყველაფერი ბუნდოვანი იყო. ეპლ-ის მოქმედმა ჩემპიონმა და მისმა წინამორბედმა ხომ სხვა შედეგებს მიგვაჩვია.

გავიხსენოთ გოლების წვიმა ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერი-ლიდსი 6:2



გამოკითხვა

შეაფასეთ მანჩესტერის საჩემპიონო შანსები:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" ესტუმრა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:09

სუარესის ბრწყინვალე სტატისტიკა ლა ლიგაში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:02

ნოიერმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და მარტივად, 4:0 დაამარცხა.

დღეს, 01:57

მორიგი გამარჯება: ატლეტიკომ ბარსა და რეალი კიდევ უფრო ჩამოიტოვა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 01:54

"გავხდებით თუ არა ჩემპიონები?" - ქეცბაია გუშინდელი მატჩის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "ნიქოზიას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:49

კლოპი: "ბევრი დეტალია, რის გამოც წავაგეთ"

ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ფლიკი: "ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ რაღაც მჭირდება"

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" სტუმრად 0:4 გაანადგურა.

დღეს, 01:37

კუმანმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ამავე გუნდის მეკარე შეაქო.

დღეს, 01:34

კურიოზი: რა გააკეთა მაკარიძემ გუშინდელ მატჩში, რასაც გოლი მოჰყვა?

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ალმერია" "საბადელს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:29

საინტერესო ფაქტი: კლოპის ლივერპული ინგლისის თასის 1/8 ფინალს არასოდეს გაცდენილა

"ლივერპული" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:3.

გუშინ, 23:29

რეალის დირექტორი: "ის, რომ მოდრიჩი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა"

"რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გუნდის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი შეაქო.

გუშინ, 23:25

7 ბრაზილიელი გუნდში - ნეიმარმა პსჟ-ს ლეგენდებისგან სიმბოლური ნაკრები შედგინა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა პარიზული კლუბის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა.

გუშინ, 23:12

უხვგოლიანი მატჩი ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერმა ლივერპული ინგლისის თასიდან გამოაგდო! [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უხვგოლიან მატჩში მოუგო.

გუშინ, 22:59

VIDEO: შეუჩერებელი ბრუნო ფერნანდეში! - ულამაზესი საჯარიმო ლივერპულის კარში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულს" ულამაზესი გოლი გაუტანა.

გუშინ, 22:56

შეთანხმება მიღწეულია - ოდეგორი კარიერას პრემიერ ლიგის გრანდში გააგრძელებს!

პრემიერ ლიგის გრანდი "რეალს" ნახევარმცველ მარტინ ედეგორის არენდაზე შეუთანხმდა.

გუშინ, 22:46

პირლო: "იუვენტუსს ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ახალი თავდამსხმელის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:39

ბარსელონამ გასვლით მატჩში ელჩეს ადვილად მოუგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონა" "ელჩეს" ესტუმრა.

გუშინ, 21:22

იბრაჰიმოვიჩის ახალი ფოტო - ზლატანმა თმა ბოლომდე გადაიპარსა?

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

გუშინ, 21:12

VIDEO: ბრაზილიაში ავიაკატასტროფას 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მეოთხე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ "პალმასის" თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გუშინ, 21:05

არტეტა: "ოზილი სამუდამოდ დარჩება არსენალის ისტორიაში"

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ნახევარმცველ მესუთ ოზილს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 20:56

ბაიერნმა სტუმრად შალკე არ დაინდო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა! [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "შალკემ" შინაურ კედლებში "ბაიერნს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:42

ოფიციალურად: მესუთ ოზილი ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია

"ფენერბაჰჩემ" "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველის, მესუთ ოზილის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 20:35

"ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი, აქ ყოფნა დიდი პატივია", - მილანის ახალწვეული

ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ფიკაიო ტომორიმ "მილანში" იჯარის წესით გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:26

ნაპოლი ვერონასთან სტუმრად უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ვერონამ" შინაურ კედლებში "ნაპოლის" უმასპინძლა.

გუშინ, 20:07

კლოპი სალაჰისადმი ბარსელონასა და რეალის ინტერესს გამოეხმაურა

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰისადმი ესპანური გრანდების ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 19:50

ჩელსი ლამპარდის შემცვლელად ახალ კანდიდატურას განიხილავს

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ჩელსიმ" მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი დაითხოვოს.

გუშინ, 19:30

"ყოველთვის შენ", - კონტემ წითელი ბარათი მსაჯთან დაპირისპირების გამო მიიღო

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი გუნდის მენეჯერი გუშინდელი მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 18:41

ჩელსიმ აბრაჰამის ჰეთ-ტრიკით იმარჯვა, ვერნერმა პენალტი გააცუდა [VIDEO]

ინგლისის FA CUP-ის 1/16-ფინალში „ჩელსიმ“ შინ „ლუტონი“ 3:1 დაამარცხა.

გუშინ, 18:29

იუვენტუსმა შინ ბოლონია დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 17:24

კლუბი, რომელში გადასვლასთანაც იოვიჩი აინტრახტში დაბრუნებამდე იყო ახლოს

„აიაქსის“ ხელმძღვანელობა ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკა იოვიჩის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

გუშინ, 17:20
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10