ავტორიზაცია

"საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა", - ვიეირამ საფრანეგეთის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი დაასახელა

"საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა", - ვიეირამ საფრანეგეთის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 13 თებ 2021, 17:22
„არსენალის“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, პატრიკ ვიეირამ, ლურჯებს მწვრთნელი ურჩია.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, დიდიე დეშამის წასვლის შემთხვევაში, ამ თანამდებობის დაკავების ფავორიტი ზინედინ ზიდანი იქნება.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დეშამის შეცვლის მთავარი კანდიდატი ზიდანია"

„ზიდანი საფრანგეთის ნაკრებისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, საუკეთესოც კი. ზიდანი - წარმატების გარანტიაა. მისი დახმარებით, ჩვენს ნაკრებს უმაღლეს მწვერვალზე დარჩენა შეუძლია. ამ ადამიანს ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს, გულშემატკივრებსაც უყვართ.

თქვენც ნახეთ, რასაც მიაღწია მან მადრიდში. ანუ, არ ვიღელვებ ჩვენი ნაკრების გამო, თუ დეშამი თანამდებობას დატოვებს.“ - აღნიშნა ვიეირამ.