მესიმ ბუცები, რომლითაც პელეს რეკორდი დაამხო, კატალონიის მუზეუმს გადასცა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიის ეროვნულ მუზეუმს გადასცა ბუცები, რომლითაც ლეგენდარული პელეს რეკორდი დაამხო.
2020 წლის 23 დეკემბერს, 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ვალიადოლიდის" კარის აღება მოახერხა და ერთ კლუბში გატანილი გოლებით მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონის შედეგი გააუმჯობესა (644 - მესი, 643 - პელე).
ბუცები მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, შემდეგ კი აუქციონზე გაიტანენ. მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
მესი მთელი კარიერაა "ბარსელონას" ღირსებას იცავს, კატალონიელთა აკადემიაში იგი 2004 წელს ჩაირიცხა. მოქმედი კონტრაქტის ვადა ლეოს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.