ავტორიზაცია

გადაწყვეტილია: ზიდანი ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს

გადაწყვეტილია: ზიდანი ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს
თარიღი 14 თებ 2021, 12:14
ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით ქუთაისურ კლუბს ფადი ზიდანიც შეუერთდება.

ზიდანი პალესტინელი ფეხბურთელია, რომელიც ადგილობრივ გუნდებსა და ისრაელში თამაშობდა.

27 წლის ფორვარდი უკვე საქართველოშია და გუნდთან კონტრაქტს მალე გააფორმებს.