ავტორიზაცია

ჰანდანოვიჩმა ძანეტის რეკორდი გაიმეორა

ჰანდანოვიჩმა ძანეტის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 15 თებ 2021, 01:34
იტალიის ჩემპიონატში მილანის "ინტერი" "ლაციოს" უპირისპირდებიან და 3:1 ამარცხებს.

მასპინძელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი იტალიაში საიუბილეო მე-500 მატჩს ატარებს.

ჰანდანოვიჩი რიგით მე-15 ფეხბურთელია, ვისაც სერია ა-ში 500 ან მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ამასთანავე, მან ძანეტის რეკორდი გაიმეორა და გახდა მეორე არა იტალიელი ისტორიაში, ვინც ამ რაოდენობის მატჩები ჩაატარა.