ავტორიზაცია

რა საერთო აქვს მიქაუტაძეს საკლუბო ფეხბურთში ბენზემასთან, ფეკირთან და ლაკაზეტთან?

რა საერთო აქვს მიქაუტაძეს საკლუბო ფეხბურთში ბენზემასთან, ფეკირთან და ლაკაზეტთან?
თარიღი 17 თებ 2021, 18:37
ბევრმა არ იცის, რომ ჟორჟ მიქაუტაძის სპორტული გზა იწყებოდა აკადემიაში, რომელიც ევროპაში თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა.

საუბარია ლიონის "ოლიმპიკის" აკადემიის შესახებ, რომლის რიგებში ქართველი თავდამსხმელი 2008-2015 წლებში ირიცხებოდა.

"სერაინგის" ფორვარდი შემდეგ გადავიდა "სენტ-პრიესტში", მოგვიანებით კი "მეცში" და ამ გუნდის საკუთრებაში ის დღემდე იმყოფება.

რაც შეეხება "ლიონის" აკადემიას, სხვადასხვა დრომ ამ საფეხბურთო სკოლამ ევროპას აჩუქა კარიმ ბენზემა, სამუელ უმტიტი, ნაბილ ფეკირი, ალექსანდერ ლაკაზეტი, კორენტინ ტოლისო და ბევრი სხვა.

აქვე დავამატებთ, რომ გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ცოტა ხნის წინ თანხმობა განაცხადა.