ავტორიზაცია

ქიმია, რომელიც რეალს და მბაპეს შორის სუფევს - ფრანგმა მადრიდს რამდენიმე წერილი დაუტოვა

ქიმია, რომელიც რეალს და მბაპეს შორის სუფევს - ფრანგმა მადრიდს რამდენიმე წერილი დაუტოვა
თარიღი 18 Feb 2021, 12:07
კილიან მბაპე - "პარი სენ-ჟერმენის" მარგალიტი და მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე. "სამეფო კლუბისთვის" მისი გადმობირება იქნება არც ისე მარტივი, რადგან როგორც ცნობილია, "პსჟ" ფრანგ ფორვარდს 180-200 მილიონად აფასებს. ამის მიუხედავად, პრესა "ბლანკოსს" მის სახელს მაინც უკავშირებს.

განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომელიც ამტკიცებს, რომ "თეთრებსა" და "პარიზის" თავდამსხმელს შორის რეალურად არსებობს ქიმია, მეტიც, ეს გუნდი და "ლურჯ-წითლების" 7-იანი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. მოკლედ, მოსალოდნელი ტრანსფერის პრეისტორია.

წარმოშობით კამერუნელი თავდამსხმელის საყვარელი ფეხბურთელია "გალაქტიკოსების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, კრიშტიანუ რონალდუ. დიახ, სწორედ პორტუგალიელი ფორვარდია 22-წლის შემტევის კუმირი და შთაგონების წყარო. მბაპეს არაერთხელ დაუფიქსირებია სიმპატია როგორც მის მიმართ, ისე ზოგადად ზინედინ ზიდანის გუნდის მიმართაც.

ინტერნეტში წააწყდებით ფოტოებს, რომელზეც ის აღბეჭდილია "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრების მაისურში, ფრანგი თავდამსხმელის ოთახი კი "რეალის" ყოფილი ფორვარდის პოსტერების ერთგვარი გამოფენაა. კილიანი "პარკ დე პრენსზე" თამაშობს 7 ნომრით და ეს არის კიდევ ერთი რეფერენსი პირენეელი შემტევის მისამართით.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდის თავდამსხმელი 36-წლის ფორვარდს თამაშის სტილითაც ჰგავს. რონალდუს მსგავსად, "პარი სენ-ჟერმენის" შვიდიანი იწყებდა ფლანგზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს როგორც მეტოქის საჯარიმოში, ისე ზოგადად თავისუფალ პოზიციაზე შეტევაში.

პორტუგალიელ თავდამსხმელს კარიერის დასაწყისში ჰქონდა ჩაბარებული "მანჩესტერ იუნაიტედის" ფლანგები, თუმცა როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა მასში აღმოაჩინა კრეატიულობა და ბომბარდირობის პოტენციალი, კრიშტიანუს ფუნქცია-მოვალეობები შეეცვალა. იგივე გზას ახლა წარმოშობით კამერუნელი ფორვარდიც გადის.

ფრანგი ფეხბურთელები მადრიდის ისტორიის განუწოფელი ნაწილია. რაიმონდ კოპა, ლუსიენ მიულერი, კლოდ მაკელელე, ზინედინ ზიდანი, კარიმ ბენზემა, რაფაელ ვარანი და სხვები. სიმბოლური იქნება, თუ ეს კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს ზიზუ, ახალ ეპოქას სწორედ 22-წლის ფორვარდის ტრანსფერით დაიწყებს.

ამასთან ერთად, "სამეფო კლუბს" ჰყავს ბენზემა, რომელიც არ გამოირჩევა ბომბარდირული თვისებებით და თანაც მას ასაკი ემატება. მბაპეს ტრანსფერის შემთხვევაში, "ბლანკოსი" მიიღებს აგრეთვე ფრანგულ, მაგრამ კარიმზე უფრო ახალ, ძლიერ და სწრაფ შევსებას. თანაც როგორ უხდება კილიანს თეთრი მაისური.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - "პსჟ"-ს თავდამსხმელის სტატუსი თანამედროვე ფეხბურთში. "პარიზის" შვიდიანი არის თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და ასეთი მოთამაშეების სახელს პირველ რიგში უკავშირებენ "გალაქტიკოს" და უკვე შემდეგ, სხვა კლუბებს.

მის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს იგივე ტიტულები, რაც გულისხმობს პრაქტიკულად ყველაფერს, ჩემპიონთა ლიგის თასის გარდა. წარმოუდგენელი სტატისტიკა: 264 მატჩი, 158 გოლი და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ წარმოშობით კამერუნელი ფორვარდი სულ რაღაც 22-წლის არის.

მბაპემ ზიდანის გუნდს უკანასკნელი მესიჯი დაუტოვა 16 თებერვალს, "ბარსელონას" კარში, "კამპ ნოუზე" შესრულებული ჰეტ-ტრიკით. "ბლაუგრანას" არბევდა ფრანგი ფორვარდი თეთრ მაისურში, მაგრამ არა "ბერნაბეუდან", არამედ "ლურჯ-წითლების" რიგებიდან. როგორც ვხედავთ, კატალონიელების გამწარების გამოცდილება მას უკვე აქვს.

კილიანმა ამ გუნდს გაუტანა სამი გოლი და ეს ყველაფერი იმის გა