ავტორიზაცია

"გვარდიოლას პრემიერ ლიგაში ბევრი მიმბაძველი ჰყავს", - აგუერო

"გვარდიოლას პრემიერ ლიგაში ბევრი მიმბაძველი ჰყავს", - აგუერო
თარიღი 19 Feb 2021, 12:15
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ხოსეპ გვარდიოლასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

"გვარდიოლა არის სპეციალისტი, რომელიც მცირე დეტალებსაც კი უდიდეს ყურადღებას აქცევს. ეს მისი მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

პეპთან მუშაობის პერიოდში როგორც ფეხბურთელი დავიხვეწე და საკუთარ თავში ახალი ძალები და პოტენციალი აღმოვაჩინე.

პრემიერ ლიგაში ბევრი ცდილობს მისი სათამაშო სტილის კოპირებას, თუმცა ეს წარმატებით მხოლოდ ერთეულებს გამოსდით.

ყველას სურს საჯაირმოდან ბურთის გამოტანა პასებით და არა წინ ჩაწოდებით", - განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა.