Goal.Ge

ეროვნული ჩემპიონატის XXVII ტურის ანონსი



ზესტაფონი - დინამო თბილისი მატჩის დასაწყისი: 18:00 საათი კვირას, 14 აპრილს, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტერალურ სტადიონზე ზესტაფონელები დედაქალაქელებს უმასპინძლებენ. გულშემატკივარს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის, რადგან ორივე გუნდს სჭირდება ქულების მოპოვება. დინამოელები პოზიციების გამყარებას ეცდებიან, ხოლო ზესტაფონელები ქულათა გაზრდისთვის იბრძოლებენ. ურთიერთშეხვედრებში კი დინამო ლიდერობს- 13 მოგება, 6 ფრე, 8 მარცხი. გოლების შეფარდება კი ასეთია, 34:25–ზე. ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მატჩებში თანაფარდობაა დინამომ პირველ მატჩში 2-1 სძლია ზესტაფონს, ხოლო საპასუხო მატჩში ზესტაფონელება იგივე ანგარიშით შეძლეს თბილისელების დამარცხება. მატჩში დინამოს დახმარება შეიძლება ვერ შეძლოს პატრიკ მილხრაუმმა ტრავმის გამო. დინამო ერთპიროვნული ლიდერია ეროვნული ჩემპიონატის, მიმდინარე ცხრილში დინამოელები 1 ადგილს იკავებენ 60 ქულით ხოლო ზესტაფონელები 5 ადგილს 39 ქულით. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი ეთერის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერითა და დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ. არბიტრი: ა. ბასლეჰლო ქუთაისის ტორპედო - ზუგდიდი მატჩის დასაწყისი: 18:00 საათი ეს მატჩიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ორივე გუნდს სჭირდება ამ მატჩში გამარჯვები მოპოვება. ქუთათურები რამდენიმე დღის წინ გამოეთიშნენ თასის გათამაშებას და მათი მთავარი მიზანი საკმარისი ქულების მოგროვებაა. ისინი მე-2 ადგილზე მყოფ დილას 5 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ზუგდიდელები მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან ზესტაფონელებს და შანსი დიდია იმისა, რომ მათ გადაასწრონ იმერლებს და მე-5 ადგილზე გადაინაცვლონ, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ ზუგდიდელები ამ მატჩში გაიმარჯვებენ და ზესტაფონელები თბილისელებთან დამარცხდებიან. გუნდები ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ და 15 შეხვედრაში ქუთაისლებმა შეძლეს გამარჯვება, 7 მატჩი ფრედ დამთავრდა, ხოლო 8 მატჩში ზუგდიდელებმა შეძლეს გამარჯვება. წინა წრის პირველ მატჩში ქუთაისლებმა შეძლეს გამარჯვება, ხოლო მეორე მატჩში 3 ქულის მოპოვება ზუგდიდელებმა შეძლეს. ქუთათურები 51 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, ზუგდიდელები კი 36 ქულით ბოლო, მე-6 ადგილს იკავებენ. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი ტორპედოს ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით შეგეძლებათ. არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი საჩხერის ჩიხურა - გორის დილა მატჩის დასაწყისი: 16:00 საჩხერლებმა და გორელებმა სულ რაღაც 3 დღის წინ ითამაშეს თასის მეოთხედ ფინალში სადაც საჩხერლებმა შეძლეს და გორელები დაამარცხეს ანგარიშით 1-2. ეს კი უმაღლესი ლიგის მატჩია და ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქულა. დილას აუცილებლად სჭირდება ამ თამაშში გამარჯვება, რადგან იცით, რომ დილასა და დინამოს შორის 4 ქულა არის სხვაობა და სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისათვის და თუ დილას უნდა რომ ამ ბრძოლას არ გამოეთიშოს ამ თამაშში უნდა შეძლოს 3 ქულის მოპოვება. დინამოელებს კი რთული გასვლა აქვთ ზესტაფონში და შანსი არის იმისა, რომ დედაქალაქელებმა დაკარგონ ქულები, ამ შემთხვევაში კი სხვაობა 1 ქულამდე დაიწევს და ჩემპიონობისათვის ბრძოლა ძალიან დაიძაბება. დილასა და მე-3 ადგილზე მყოფ ტორპედოს შორის სხვაობა 5 ქულა არის და ქუთათურები აუცილებლად იბრძოლებენ მე-2 ადგილისათვის. რაც შეეხება ჩიხურას ისინი მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან ქუთათურებს და მათი მთავარი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. დილა 56 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ჩიხურა მე-4 ადგილს 50 ქულით. არბიტრი: ჯ. ხორავა ვიტ ჯორჯია - ფოთის კოლხეთი მატჩის დასაწყისი: 16:00 ორივე გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება, კოლხეთს ცუდად არ დაუწყია მეორე წრე და ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნონ ადგილი მათ მეორე წრეში 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მატჩში ვერ შეძლეს 3 ქულის მოპოვება, ხოლო რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას ძალიან ცუდად დაიწყეს ვიტელებმა მეორე წრე და თუ ასე განაგრძეს ისინი უმაღლეს ლიგას გამოემშვიდობებიან. ვიტ ჯორჯია 22 ქულით 5 ადგილზე იმყოფება, ხოლო კოლხეთი 11 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ეს გუნდები ერთმანეთს 32-ჯერ შეხვდნენ, 14-ჯერ ვიტელებმა შეძლეს გამარჯვება, 7 მატჩი ფრედ დასრულდა და 14 მატჩში ფოთელებმა შეძლეს 3 ქულის მოპოვება. მატჩში დანაკლისებიც იქნება ვიტ ჯორჯიას ვერ დაეხმარება გიორგი მჭედლიშვილი დისკვალიფიკაციის გამო და კოლხეთიდან იგივე მიზეზის გამო ლევან გულუა ვერ შეძლებს მატჩში მონაწილეობის მიღებას. არბიტრი: ლ. სილაგავა ბოლნისის სიონი - მარტვილის მერანი მატჩის დასაწყისი: 16:00 კვირას გაიმართება მატჩი სიონსა და მერანს შორის, სიონმა რამდენიმე დღის წინ თასის გათამაშებინდა ტორპედო გამოთიშა, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ სიონი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ისინი უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძვიან. ბოლნისელები 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ. რაც შეეხება მერანს ისინი 27 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილოსან მეტალურგს 12 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები 4-ჯერ დაუპირისპირნენ ერთმანეთს და აქედან 2-ჯერ მარტვილელებმა შეძლეს გამარჯვება 1 ფრედ დასრულდა, ხოლო ერთ მატჩში ბოლნისელებმა შეძლეს გამარჯვება. დისკვალიფიკაციის გამო ბოლნისელებს ლადო ახალაია ვერ დაეხმარება. არბიტრი: გ. ვადაჭკორია დინამო ბათუმი - რუსთავის მეტალურგი მატჩის დასაწყისი: 16:00 საათი მეტალურგი ქვედა ექვსეულის ერთპიროვნული ლიდერია, ამიტომ დიდია შანსი იმისა, რომ ამ მატჩშიც შეძლონ რუსთაველებმა გამარჯვება და 3 ქულა წამოიღონ ქობულეთიდან. ბათუმის დინამო კი მე-3 ადგილს იკავებს ცხრილში და სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება მერანს ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებენ მე-2 ადგილისათვის. მეტალურგი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, ამიტომ ბათუმელებს ძალიან რთული მატჩი ელით. გუნდები კი ერთმანეთს 41-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან 15-ჯერ ბათუმელებმა იმარჯვეს 10 მატჩი ფრედ დასრულდა და 16 მატჩში რუსთაველებმა შეძლეს 3 ქულის მოპოვება. ბათუმელები ამ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდებიან, დისკვალიფიკაციის გამო დინამოს ალექსანდრე კოშკაძე ვერ დაეხმარება. არბიტრი: თ. გვანცელაძე ცხრილი (პირველი ექვსეული) 1)დინამო თბ - 26 | 60 2)დილა - 26 | 56 3)ტორპედო - 26 | 51 4)ჩიხურა - 26 | 50 5)ზესტაფონი - 26 | 39 6)ზუგდიდი - 26 | 36 (მეორე ექვსეული) 1)მეტალურგი - 26 | 39 2)მერანი - 26 | 27 3)დინამო ბთ - 26 | 23 4)სიონი - 26 | 22 5)ვიტ ჯორჯია - 26 | 22 6)კოლხეთი - 26 | 11 ბომბარდირები ჩისკო (3 პენ, “დინამო” თბილისი) – 21 ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი) – 17 საბა ლომია (“მერანი”) – 15 ალვარო (“დინამო” თბილისი) – 12 ნიკა საბანაძე (“ტორპედო”) – 10 სურათი: fcdinamo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10