ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ორი დერბი და კიდევ 5-ზე მეტი ტოპ მატჩი

რას ვუყუროთ დღეს? - ორი დერბი და კიდევ 5-ზე მეტი ტოპ მატჩი
თარიღი 20 თებ 2021, 10:06
საფეხბურთო დღე დაიწყება 16:30 საათზე, შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლონდონის "ჩელსის" სტუმრობით პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მთავარ ლუზერთან, "საუთჰემპტონთან".

დღის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" მიიღებს მეზობელ "ევერტონს" და ცნობისთვის, ვირჯილ ვან დეიკი სწორედ პირველ წრეში გამართულ მერსისაიდულ დერბიში დაიმტვრა.

ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი დღემდე ლაზარეთშია, "წითლებს" კი მისი კლასის გარეშე უჭირთ, თან ძალიან.

კიდევ ერთი საინტერესო დერბი გაიმართება რურში, სადაც დორტმუნდის "ბორუსია" გელზენკირხენის "შალკეს" ესტუმრება. სრული განრიგი ასეთია:

16:30 - საუთჰემპტონი-ჩელსი
18:00 - ლაციო-სამპდორია
18:30 - აინტრახტი-ბაიერნი
19:15 - ატლეტიკო-ლევანტე
21:30 - ლივერპული-ევერტონი
21:30 - შალკე-დორტმუნდი
21:30 - ვალენსია-სელტა
23:59 - ვალიადოლიდი-რეალი