წარმოუდგენელი სხვაობა - რამდენი ქულა ჰქონდა სეზონის ამ ეტაპზე შარშან ლივერპულს?
მიმდინარე სეზონი „ლივერპულისთვის“ წარმოუდგენლად განსხვავებულია.
გუშინ, „ევერტონთან“ მატჩი იურგენ კლოპის გუნდისთვის მიმდინარე პრემიერ ლიგის გათამაშებაში 25-ე იყო და „წითლების“ განკარგულებაში 40 ქულა დარჩა.
შედარებისთვის, წინა სეზონის ამავე პერიოდში, ანუ 25 ტურის შემდეგ, „ლივერპულის“ ანგარიშზე წარმოუდგენელი 73 ქულა იყო და გუნდი უახლოეს მდევარ „მან.სიტის“ 22 (!!) ქულით უსწრებდა. თუმცა, „სიტის“ ერთი მატჩით ნაკლებიც ჰქონდა ჩატარებული, ესეც უნდა ითქვას.
როგორც ვხედავთ, მიმდინარე სეზონში „ლივერპულმა“ 25 ტურის შემდეგ არც მეტი, არც ნაკლები 33 ქულით ნაკლები აიღო, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა - თუ შარშან გუნდი ამ დროს პრაქტიკულად ჩემპიონი იყო, ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის და ჯერჯერობით, ესეც არც თუ ისე წარმატებით გამოსდის, რამეთუ მეექვსე ადგილზე იმყოფება.