ავტორიზაცია

წაუგია თუ არა ოდესმე ლივერპულს ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა?

წაუგია თუ არა ოდესმე ლივერპულს ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა?
თარიღი 21 Feb 2021, 10:57
„ენფინდზე“ 68-მატჩიანი წაუგებელი სერია, ახლა 4-მატჩიან წაგებათა სერიად გადაიქცა.

უკანასკნელად როდის ჰქონდა მოგებული ევერტონს ენფილდზე?

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა წააგო და თანაც ისე, რომ ამ 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - პენალტით „მან.სიტისთან“. დანარჩენი წაგებები ასე გადანაწილდა:

0-1 „ბარნლისთან“, 0-1 „ბრაიტონთან“, 1-4 „სიტისთან“ და 0-2 „ევერტონთან“.

წარმოუდგენელი სხვაობა - რამდენი ქულა ჰქონდა სეზონის ამ ეტაპზე შარშან ლივერპულს?

საინტერესოა, რომ „ლივერპულმა“ საშინაო არენაზე ზედიზედ 4 მატჩი 1923 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო.

გარდა ამისა, გუნდი გახდა 1928/29-სეზონის შემდეგ პირველი მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც საკუთარ კედლებში ზედიზედ ოთხჯერ წააგო. მაშინ ეს „ევერტონმა“ „მოახერხა“.