ავტორიზაცია

ინგლისურმა გრანდებმა უპამეკანოს ალტერნატივად მისსავე გუნდში მიაგნეს

ინგლისურმა გრანდებმა უპამეკანოს ალტერნატივად მისსავე გუნდში მიაგნეს
თარიღი 21 თებ 2021, 13:58
„ლაიპციგის“ მცველი იბრაჰიმა კონატე შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

Bild-ის ინფორმაციით, „ლივერპული“, „მან.იუნაიტედი“ და „მან.სიტი“ თავდაპირველად დაიო უპამეკანოთი ინტერესდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ის „ბაიერნმა“ იყიდა, მათ ყურადღება მის პარტნიორზე, კონატეზე გადაიტანეს.

Transfermarkt 21 წლის ცენტრალურ მცველს 35 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში კონატემ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. აქამდე, მის მიმართ ინტერესს „არსენალს“ აწერდნენ.