ავტორიზაცია

"წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება ზაფხულში", - ლივერპულის სამიზნე

"წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება ზაფხულში", - ლივერპულის სამიზნე
თარიღი 22 თებ 2021, 13:22
„გლადბახის“ ნახევარმცველმა, ფლორიან ნოიჰაუსმა, საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

ფეხბურთლით აქტიურად ინტერესდება „ლივერპული“, რომელიც მას ჯორჯინიო ვეინალდუმის შემცვლელად მოიაზრებს.

„2024 წლამდე მაქვს კონტრაქტი და ამ სეზონზე დიდი მიზნები მაქვს. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული. ტრანსფერის განხილვა ჩემთვის პრობლემა არაა. ვერ ვიტყვი წინასწარ, რა მოხდება ზაფხულში.

მომავალს მშვიდად ვუყურებ. „ბორუსია“ არის კლუბი, რომელშიც დიდებულად განვვითარდი და აქ საამისოდ ყველაფერია.“ - აღნიშნა ნოიჰაუსმა.