ავტორიზაცია

ლივერპული სევილიას ვინგერების გაცვლას შესთავაზებს?!

ლივერპული სევილიას ვინგერების გაცვლას შესთავაზებს?!
თარიღი 22 თებ 2021, 13:30
„ლივერპული“ „სევილიას“ შემტევის, ლუკას ოკამპოსის დამატებას ისურვებდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი მზადაა, ანდალუსიელებს გაცვლა შესთავაზოს.

კერძოდ, „ლივერპულს“ სურს, ოკამპოსი ტაკუმი მინამინოში გაცვალოს. „სევილიას“ პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, რომც დათანხმდეს, „ლივერპულისგან“ საკმაოდ დიდი თანხის დამატებასაც მოითხოვს.

Transfermarkt-ის მიხედვით, მინამინოს საბაზრო ღირებულება დღეს 10 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც ოკამპოსის - 45 მილიონს.

ამჟამად, იაპონელი შემტევი იჯარით „საუთჰემპტონში“ ასპარეზობს და გასულ უქმეებზე „ჩელსის“ კარში მოახერხა გოლის გატანა.