ავტორიზაცია

2 მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს

2 მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს
თარიღი 22 თებ 2021, 17:25
ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძნობს და საინტერესო ფეხბურთელიც დაიმატა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განელი მცველი სამუელ ინკუმი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

31 წლის ინკუმი განის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო და 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზეც ითამაშა.

ბოლოს ინკუმი "სამტრედიას" ღირსებას იცავდა, ამიერიდან კი "ტორპედოს" მაისურს მოირგებს.