ავტორიზაცია

"ვერ ვიჯერებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანს ოქროს ბუცი წავართვი", - იმობილე

"ვერ ვიჯერებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანს ოქროს ბუცი წავართვი", - იმობილე
თარიღი 22 თებ 2021, 18:22
რომის "ლაციოს" ლიდერმა, ჩირო იმობილემ გასული სეზონის ოქროს ბუცისთვის ბრძოლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია და ვერ ვიჯერებ, რომ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში სწორედ ის დავამარცხე.

რა მომწონს პოლონელ თავდამსხმელში ყველაზე მეტად? მუდმივი დაუკმაყოფილებლობა და ყოველწლიური პროგრესი.

რამდენიც არ უნდა გაიტანოს, მისთვის ეს მაინც ცოტა იქნება. აქედან გამომდინარე, რობერტი არასდროს გაჩერდება", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში გაიტანა 34 გოლი, "არწივების" კაპიტანმა კი 36.