"მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერები რეალურია", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ კლუბის ტრანსფერებთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:
"2022 წლის ზაფხულისთვის ბარსელონას დასჭირდება ორი მაღალი კლასის, ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც გოლებს გაიტანს.
გულშემატკივრები ითხოვენ კონკურენტუნარიან შემადგენლობას და მინდა ვთქვა, ისინი ამ ყველაფერს აუცილებლად მიიღებენ.
მბაპე და ჰოლანდი? არ მიყვარს წინასწარ საუბარი, უბრალოდ დავამატებ, მათი ტრანსფერები რეალურია", - განაცხადა კატალონიელმა.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" გარდა, ფრანგი და ნორვეგიელი ფორვარდების სახელს მადრიდის "რეალსაც" უკავშირებენ.