ავტორიზაცია

"რონი, სიტყვებს ვერ ვპოულობ", - მესიმ რონალდინიოს მიუსამძიმრა

"რონი, სიტყვებს ვერ ვპოულობ", - მესიმ რონალდინიოს მიუსამძიმრა
თარიღი 22 Feb 2021, 19:38
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ყოფილ თანაგუნდელ რონალდინიოს მიუსამძიმრა, რომელსაც დედა დაეღუპა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონის დედა, მიგელინა ელოი დოს სანტოსი კორონავირუსის ინფექციას ემსხვერპლა.

"რონი, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამის დაჯერება არ შემიძლია. უბრალოდ მხარდაჭერას გამოვხატავ, გეხუტები შენც და შენს მთელ ოჯახსაც".

"ძალიან ვწუხვარ, მშვიდობა მის ფერფლს", - წერს 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მესი და რონალდინიო "ბარსელონას" ღირსებას 2004 წლიდან 2008 წლამდე იცავდნენ.