ავტორიზაცია

დიდი სკანდალი - რეალი 200-მილიონიანი უკანონო კონტრაქტის გაფორმებაში გამოიჭირეს!

დიდი სკანდალი - რეალი 200-მილიონიანი უკანონო კონტრაქტის გაფორმებაში გამოიჭირეს!
თარიღი 22 Feb 2021, 20:22
"რეალმა" 2016 წელს 200 მილიონი ევროს უკანონოდ მისაღებად ჩრდილოამერიკულ ფონდ Providence-სთან ფინანსური კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება Football Leaks.

კლუბს განზრახული ჰქონდა აღნიშნული თანხა კაიმანის კუნძულების ორი კომპანიის მეშვეობით მიეღო. ამავდროულად, ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ აღნიშნული გარიგება საგადასახადო ორგანოების მიერ თაღლითობად შეფასდებოდა.

"რეალი" ამერიკულ ფონდთან უკვე რამდენიმე წელიწადია თანამშრომლობს. 2017 წელს გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" ინტერნეტში საკუთარი საიმიჯო უფლებების ფონდ Providence-სთვის 500 მილიონ ევროდ მიყიდვასთან იყო ახლოს. 2019 წელს კი ცნობილი გახდა, რომ "სამეფო კლუბმა" ამ კომპანიას თავის სპონსორულ შემოსავალზე უფლებები 200 მილიონად მიყიდა. ეს თანხა მადრიდულ გრანდს რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მიეღოთ და საშინაო სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციას მოხმარდა.

Providence Equity Partners LLC — ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მედიის, კომუნიკაციების, განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებში კერძო ინვესტიციების ჩადებითაა დაკავებული. მისი შტაბი ქალაქ პროვიდენსში მდებარეობს (როდ-აილენდის შტატი, აშშ).

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში "რეალის" ექს-პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, რომელიც თანამდებობას 2006 წლიდან 2009 წლამდე იკავებდა, კლუბის პოლიტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ მადრიდელთა ვალი დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენს.