ავტორიზაცია

ვერნერი: "პრემიერ ლიგაში ბოლო რამდენიმე თვეში მიწაზე დამცეს"

ვერნერი: "პრემიერ ლიგაში ბოლო რამდენიმე თვეში მიწაზე დამცეს"
თარიღი 22 Feb 2021, 20:35
"ჩელსის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც პრემიერ ლიგაში წააწყდა.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. გასული სეზონი 24 წლის ფორვარდმა "ლაიფციგში" გაატარა, რომლის მაისურითაც ბუნდესლიგაში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 28-ჯერ აიღო.

"შევამჩნიე, რომ თუ უგოლო სერია დიდხანს გრძელდება, სუპერთავდამსხმელს აღარ გიწოდებენ. ბოლო რამდენიმე თვეში მიწაზე დამცეს. აქ ფეხბურთელთა სიმაღლე 1,9 მეტრია, ძლიერები არიან და ძალიან სწრაფები, მცველების ჩათვლით", - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Kicker.

შეგახსენებთ, გერმანელი თავდამსხმელი "არისტოკრატებს" 2020 წლის ივნისის თვეში შეუერთდა.