ბაიერნის ტალანტმა ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებს შორის არჩევანი გააკეთა

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობამ და ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა "ბაიერნის" ნახევარმცველი, ჯამალ მუსიალა "ბუნდესთიმში" თამაშზე დაითანხმეს, იტყობინება Sky Sport Deutschland.
ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, 17 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და უპირატესობა გერმანიას მიანიჭა.
მუსიალა შტუტგარტშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ დედამისთან ერთად ინგლისში გადავიდა, სადაც "ჩელსის" აკადემიაში ირიცხებოდა. მას ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში უასპარეზია.
აგრეთვე, როგორც ზემოთაღნიშნული გამოცემა წერს, 26 თებერვალს, როცა მუსიალას 18 წელიწადი შეუსრულდება, "ბაიერნთან" პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 5 წელიწადზე იქნება გათვლილი.