მანჩესტერ სიტის დე ბრუინის თაობაზე მტკიცე და კატეგორიული პოზიცია უჭირავს

"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის.
"ქალაქელთა" ხელმძღვანელობა ბელგიელის თაობაზე ყველა შეთავაზებას უმალვე დაბლოკავს, იგი ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაშია, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
"მანჩესტერ სიტი" დე ბრუინთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ 29 წლის ფლეიმეიქერი დარჩება და ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
მოქმედი კონტრაქტის ვადა დე ბრუინს "ქალაქელებთან" 2023 წელს ეწურება.
2020/21 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ი კევინს 120 მილიონ ევროდ აფასებს.