ჰოლანდი: "საკუთარ თავს დორტმუნდის ლიდერად ვგრძნობ"

"დორტმუნდისა" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა გერმანულ გუნდში თავის როლზე ისაუბრა.
"გუნდის ლიდერი ვარ, შეიძლება ასეც ითქვას. ვგრძნობ, უფრო და უფრო მეტ ადგილს ვიკავებ. კლუბში მენდობიან და ელიან, რომ ყოველთვის მზად ვიქნები შეხვედრის ბედის გადასაწყვეტად და ეს როლი მომწონს".
"ვგრძნობ, უკვე ბევრი გამოცდილება დავაგროვე, მიუხედავად ჩემი ახალგაზრდული ასაკისა. ვცდილობ დავეხმარო მათ, ვინც ჩემზე ახალგაზრდაა, ეს მნიშვნელოვანია", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Goal.com.
ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის იანვარში "ზალცბურგიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში 20 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.