ავტორიზაცია

რეალისა და ბარსელონას შემდეგ, ალაბასთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო

რეალისა და ბარსელონას შემდეგ, ალაბასთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო
თარიღი 22 Feb 2021, 22:53
"ბაიერნის" მარცხენა მცველს, დავიდ ალაბას, რომელიც ზაფხულში მიუნხენს დატოვებს, ახალი კლუბი ჯერ კიდევ არ შეურჩევია.

როგორც გერმანულ პრესაში იწერება, "რეალისა" და "ბარსელონას" შემდეგ, 28 წლის ავსტრიელის დამატება "პსჟ"-საც მოუნდა, რომელიც მოლაპარაკებებში ბოლო ორი კვირაა გააქტიურდა.

ალაბა პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფისაც კი ესაუბრა.

მიუხედავად ამისა, "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მიუღია და მისი პრიორიტეტი კვლავ ესპანეთია.