ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ როდის დაუშვებენ ინგლისში გულშემატკივრებს სტადიონებზე

ცნობილი გახდა, თუ როდის დაუშვებენ ინგლისში გულშემატკივრებს სტადიონებზე
თარიღი 22 თებ 2021, 23:27
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, წერს The Telegraph.

17 მაისი - სწორედ ამ დღეს დაბრუნდებიან ინგლისურ სტადიონებზე ფანები, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ოდნავ შეამსუბუქა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები.

როგორც აღინიშნება, ტრიბუნებზე დაახლოებით 10 ათას გულშემატკივარს დაუშვებენ, ხოლო არენები, რომელთა ტევადობაც ამ ნიშნულზე ნაკლებია, 25-პროცენტიან შემცირებაში მოყვება.

შეზღუდვების შესუსტებისა და ტრიბუნებზე ფანების დაშვების მთავარი ტესტი ინგლისის თასის ფინალი იქნება, რომელიც 15 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის ბოლო კალენდარული ტური 23 მაისს გახლავთ ჩანიშნული