ავტორიზაცია

კალიარიმ დი ფრანჩესკოს შემცვლელი შეარჩია

კალიარიმ დი ფრანჩესკოს შემცვლელი შეარჩია
თარიღი 22 Feb 2021, 23:38
"სპალის" ყოფილი მწვრთნელი, ლეონარდო სემპლიჩი შეიძლება "კალიარის" თავკაცი გახდეს, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ცნობით, კლუბი ძალიან მალე ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაათავისუფლებს, რომელსაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო უშვებენ.

53 წლის სემპლიჩი "სპალს" 2014 წლიდან 2020 წლამდე ედგა სათავეში.

ბოლო 10 ტურში "კალიარიმ" 9 მარცხი იწვნია და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 23 მატჩის შემდეგ მე-18 ადგილს იკავებს.