ავტორიზაცია

ვინისიუსი: "პერესი ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია"

ვინისიუსი: "პერესი ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია"
თარიღი 22 Feb 2021, 23:45
"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომ ესპანურ კლუბში სურს ასპარეზობის გაგრძელება.

"ფლორენტინო პერესი ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ეს უდიდეს თავდაჯერებულობას მძენს. "რეალში" თამაში ყოველთვის მინდა".

"ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვედრას ვუზმინებდი. 20 წლის ვარ და ახლა ჯერ მხოლოდ ჩემი კარიერის დასაწყისია. "რეალში" ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მზად ვარ ამ გუნდისთვის ბევრი გავაკეთო", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს TNT Sports.

ვინისიუსი "რეალში" "ფლამენგოდან" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. მისი ტრანსფერი მადრიდელებს 45 მილიონი ევრო დაუჯდათ. მიმდინარე სეზონში 20 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.