დორტმუნდი ფიორენტინას მცველს უმიზნებს

"დორტმუნდი" "ფიორენტინას" ცენტრალურ მცველ ნიკოლა მილენკოვიჩით ინტერესდება, წერს ჟურნალისტი, მაქს ბილეფელდი.
გერმანული კლუბის წარმომადგენლებმა 23 წლის სერბის აგენტებთან მოლაპარაკებები გამართეს. სიტუაციას აკვირდებიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპულიც".
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" მზად იყო მილენკოვიჩი 10 მილიონ ევროდ წელიწადნახევრიანი იჯარით აეყვანა, 30 მილიონად შემდგომი შესყიდვის უფლებით. სერბით "იუვენტუსიც" ინტერესდებოდა.
მილენკოვიჩი "პარტიზანის" აღზრდილია და "ფიორენტინას" 2017 წელს შეუერთდა. ამ სეზონში 23 წლის მცველმა 21 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.