ავტორიზაცია

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში ბაბუის გამო გადაწყვიტა

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში ბაბუის გამო გადაწყვიტა
თარიღი 23 Feb 2021, 00:59
უკრაინულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი კი წიტაიშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ასაჯაროებს.

"გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რაც უკრაინული ფეხბურთისთვის დარტყმაა.

რამდენიმე თვის წინ, გიორგის ბაბუა გარდაეცვალა. ის დაკრძალვაზე მივიდა და ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოში ეთამაშა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ჟურნალისტმა.