ავტორიზაცია

სიმეონე: "სუარესი მშრალი სერიის შეწყვეტას ჩელსისთან გეგმავს"

სიმეონე: "სუარესი მშრალი სერიის შეწყვეტას ჩელსისთან გეგმავს"
თარიღი 23 Feb 2021, 11:47
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრის წინ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ჩელსი შემადგენლობის მხრიცვ არის ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე. გადახედეთ მათ მეკარეებსა და თავდამსხმელებს.

ამის გარდა, ტუხელის ხელში ლონდონელებმა მოუმატეს და ახლა ისინი პრემიერ ლიგაში ოთხეულში შესვლის რეალური კანდიდატები არიან.

არისტოკრატები იმსახურებენ პატივისცემას, თუმცა ჩვენ გავდივართ გამარჯვების მოსაპოვებლად, თანაც ორივე მატჩში.

სუარესი ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგის გასვლით თამაშებში გოლის გატანას? მშრალ სერიას ის ამჟამინდელ მეტოქესთან დაასრულებს".