ავტორიზაცია

"სუარესის განეიტრალების გეგმა შევიმუშავეთ", - ასპილიკუეტა

"სუარესის განეიტრალების გეგმა შევიმუშავეთ", - ასპილიკუეტა
თარიღი 23 Feb 2021, 12:26
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა, სესარ ასპილიკუეტამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ვეთამაშებით ლა ლიგის ლიდერს და გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელ წლებში კოლოსალური გამოცდილება მოაგროვა.

ამის გარდა, ატლეტიკო არის მასპინძელი, რითაც თავის აქტივში კიდევ ერთ ქულას იწერს. ერთი სიტყვით, იოლი გასეირნება არ გველის.

სუარესის განეიტრალების გეგმა უკვე შევიმუშავეთ. მის წინააღმდეგ მითამაშია მაშინ, როდესაც ის ბარსელონაში და ლივერპულში ირიცხებოდა".

შეგახსენებთ, "ინდიელები" "არისტოკრატებს" მიიღებენ დღეს, 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე.