ავტორიზაცია

ვინ არის ფავორიტი აგუეროსთვის ბრძოლაში?

ვინ არის ფავორიტი აგუეროსთვის ბრძოლაში?
თარიღი 23 Feb 2021, 12:37
როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს ტოპ-კლუბების ნამდვილი რიგი უდგას.

El Chiringuito-ს თანახმად, არგენტინელი ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნებოდა "ბარსელონა", რომ არა ერთი ფაქტორი.

"ქალაქელების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს სურს ლიონელ მესის გვერდით თამაში, თუმცა როგორც ვიცით, ზაფხულში არგენტინელი ტოვებს "ბლაუგრანას" და აქედან გამომდინარე, სამხრეთ ამერიკელის ოცნებას ახდენა არ უწერია.

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", "ატლეტიკოს" პატივისცემის ნიშნად, "ლურჯების" ათიანი "სამეფო კლუბში" გადასვლას არ აპირებს.

კუნს რჩება ორი ვარიანტი - "იუვენტუსი" და "ინტერი". გავრცელებული ინფორმაციით, 32-წლის შემტევი არჩევანს სწორედ ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს.