ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძის გარშემო ყველაფერი რთულად არის", - გენტის მწვრთნელი

"ჩაკვეტაძის გარშემო ყველაფერი რთულად არის", - გენტის მწვრთნელი
თარიღი 23 Feb 2021, 12:44
"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰაიზებრუკმა, გიორგი ჩაკვეტაძის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა, ამას კი ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი თამაშის შემდეგ ტრავმა არ გამიზეზებია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში ითამაშებს.

ყველაფერი ისე მარტივად არ არის. მის გარშემო ძალიან ბევრი ხმაურია. ის, როგორც მისი გარემოცვა იქცევა, გადაჭარბებულია.

ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ, თუმცა წესრიგი დავამყარეთ. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის", - განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, ტრავმის მოშუშების შემდეგ, ქართველმა შემტევმა ერთი შეხვედრა "ლურჯების" დუბლებში ჩაატარა.