ავტორიზაცია

"ფეხბურთელობა არ მინდა, მეშინია, რომ რამოსი ფეხს მომტეხავს", - ოდეგორის სახალისო ინტერვიუ ბავშვებთან

"ფეხბურთელობა არ მინდა, მეშინია, რომ რამოსი ფეხს მომტეხავს", - ოდეგორის სახალისო ინტერვიუ ბავშვებთან
თარიღი 23 თებ 2021, 13:29
ჩიფსებზეც ჰკითხეს, შოკოლადზეც და საფირმო აღნიშვნაზეც.

ყველა დაიღალა მოსაწყენი ინტერვიუებისგან, რომელთა დროსაც ფეხბურთელებს ერთსა და იმავეს ეკითხებიან და ისინიც ერთნაირად პასუხობენ. ამიტომ, „არსენალის“ არხზე ერთ-ერთი შოუ დაიწყო, სადაც ბავშვები ფეხბურთელებს არატრივიალურ კითხვებს უსვამდნენ.

"ფეხბურთელობა არ მინდა, მეშინია, რომ რამოსი ფეხს მომტეხავს", - ოდეგორის სახალისო ინტერვიუ ბავშვებთან

ახლახანს, ამ შოუზე მიიწვიეს მარტინ ოდეგორი, რომელიც „არსენალში“ სულ ახლახანს, იჯარით მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა. თქვენთვის ბავშვების ყველაზე სახალისო შეკითხვები შევარჩიეთ.

რამდენი ჩიფსის შეჭმა შეგიძლია 30 წამში?

არც კი ვიცი - არასდროს არ მიცდია, თქვენი რეკორდი გაქვთ?

მთელი თეფში!

საფირმო აღნიშვნა თუ გაქვს?


არა, როცა გოლებს ვიტან, ისე მიხარია, რომ ბევრ უცნაურობას ვაკეთებ. მაგრამ, განსაკუთრებული აღნიშვნა არ მაქვს. შეგიძლიათ, თქვენი ვარიანტები შემომთავაზოთ.

"ფეხბურთელობა არ მინდა, მეშინია, რომ რამოსი ფეხს მომტეხავს", - ოდეგორის სახალისო ინტერვიუ ბავშვებთან

რამდენი გოლი გაგიტანია ერთ მატჩში მაქსიმუმ?

ბავშვობაში მგონი ერთხელ ერთ მატჩში 12 გავიტანე, მაგრამ ეს პატარაობაში იყო. რაც პროფესიონალი გავხდი, ალბათ 2 გოლი ერთ შეხვედრაში.

5 საუკეთესო ფეხბურთელისგან რომ შეგეძლოს გუნდის აწყობა, ვის აირჩევდი?

ნებისმიერი დროიდან? მაშინ რთულია - დიდი არჩევანია. მაგრამ მე კრიშტიანუ რონალდუს, მესის, ფაბრეგასს, სერხიო რამოსს და ალბათ, ზინედინ ზიდანს ავირჩევ.

ობამეიანგს ჯობიხარ?

ობამეიანგს? რთულია ამდენად კარგი იყო, თანაც ჩვენ განვსხვავდებით. ის ბევრ გოლს იტანს, მე - არა. მე უფრო პასებს ვარიგებ, ამიტომ ჩვენი შედარება რთულია.

რას აკეთებ თავისუფალ დროს?

ბევრ რაღაცას. ახლა უფრო რთულია, რადგან ყველგან ეს ლოქდაუნი და შეზღუდვებია. ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, ტელევიზორს ვუყურებ და ზოგჯერ ვსეირნობ. დროის დიდ ნაწილს ვისვენებ და შემდეგი ვარჯიშისთვის ან მატჩისთვის ვემზადები.

რას ჭამ, რომ ჯანმრთელი იყო?

ფეხბურთელისთვის სწორი კვება აუცილებელია, რათა შემდეგ ენერგია გქონდეს ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის. ვცდილობ სწორად ვიკვებო, მაგრამ ზოგჯერ დიეტის დარღვევა და სიამოვნებისთვის შოკოლადის ჭამაც სასარგებლოა. უნდა მოძებნო ბალანსი სწორ კვებასა და გემრიელობებს შორის.

მთავარი ჰაილაითი ვიდეოს ბოლოს მოხდა. თავიდან, ბავშვებმა მას ჰკითხეს, ვინ გახდებოდა, რომ არა ფეხბურთი.

„რთული შეკითხვაა. იმედი მქონდა, რომ მას არ დამისვამდით, რადგან კარგი პასუხი არ მაქვს. ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ამიტომ, ყოველდღე ფეხბურთს ვთამაშობდი. ვფიქრობ, მაინც სპორტთან ვიქნებოდი დაკავშირებული. მომწონს როცა აქტიური ვარ.

თავის მხრივ, ოდეგორმა თავადაც ჰკითხა, ვინ სურდათ ბავშვებს, რომ გამოსულიყვნენ. ასე უპასუხეს ბავშვებმა:

„ალბათ, ფეხბურთელი“, „მეც ფეხბურთელობა მინდა“, „აი მე კი, მილიარდერი მინდა გამოვიდე - უდიდესი კომპანიის მფლობელი“, „დიჯეი გავხდები, რათა ვიმოგზაურო“, მაგრამ საუკეთესო პასუხი იმ ბიჭუნას ძმამ გასცა, რომელმაც მარტინს ჩიფსზე ჰკითხა:

„როცა გავიზრდები, მინდა არქიტექტორი გამოვიდე. ფეხბურთელობა არ მინდა - მეშინია, რომ ოდესმე სერხიო რამოსს შევხვდები და ის ფეხს მომტეხავს.“

"ფეხბურთელობა არ მინდა, მეშინია, რომ რამოსი ფეხს მომტეხავს", - ოდეგორის სახალისო ინტერვიუ ბავშვებთან