ავტორიზაცია

"სალაჰი ჩელსიშიც კი მესის დონეზე თამაშობდა", - ლუისი

"სალაჰი ჩელსიშიც კი მესის დონეზე თამაშობდა", - ლუისი
თარიღი 23 თებ 2021, 14:37
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა მოჰამედ სალაჰის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მოურინიომ ჩელსიში ვერ იხილა საუკეთესო სალაჰი, ისევე როგორც ჩემი საუკეთესო თამაში. მახსოვს, თუ როგორ მტანჯავდა ეგვიპტელი ვარჯიშებზე.

ლონდონის დატოვების წინ, მას ვკითხე - რატომ მიდიხარ? ეს ხომ ჩელსია. მოჰამედისთვის პირველ ადგილზე იყო მოედანზე გამოსვლა და უკვე შემდეგ, კლუბის ხამამღლი სახელი და ხელფასი.

ჰკითხეთ ნებისმიერს, ის არისტოკრატებშიც კი მესის დონეზე თამაშობდა. ლივერპულის ამჟამინდელი თავდამსხმელი იმ გუნდში არასდროს დაავიწყდებათ".

აფრიკელი ფორვარდი "ლურჯებში" ირიცხებოდა 2014-2016 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 19 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.