ავტორიზაცია

სევილიას მაროკოელი ფორვარდით ინგლისური გრანდებიც დაინტერესდნენ

სევილიას მაროკოელი ფორვარდით ინგლისური გრანდებიც დაინტერესდნენ
თარიღი: 23 თებ 2021, 21:09
„ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ „სევილიას“ ვარსკვლავს, იუსეფ ენ-ნესირის აკვირდებიან.

Goal.com-ის ინფორმაციით, ორივე კლუბი 23 წლის ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და მზადაა ის თავისთან გადაიბიროს, თუ მაროკოელი ზაფხულში „სანჩეს პისხუანის“ დატოვებას გადაწყვეტს.

გარდა ხსენებული ორი გუნდისა, ენ-ნესირისთვის ბრძოლაშ „ვესტ ჰემი“ და „ბორუსია დორტმუნდიც“ არიან აქტიურად ჩართულნი.

ამ სეზონის 34 მატჩში იუსეფმა 17 გოლი გაიტანა და ლა ლიგაში იანვრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.