ავტორიზაცია

"ჩემზე და სალაჰზე დიდ აღიარებას იმსახურებს", - მანემ თანაგუნდელი შეაქო

"ჩემზე და სალაჰზე დიდ აღიარებას იმსახურებს", - მანემ თანაგუნდელი შეაქო
თარიღი 23 თებ 2021, 22:58
„ლივერპულის“ შემტევმა, სადიო მანემ, თანაგუნდელი რობერტო ფირმინო შეაქო.

„ფირმინო იმაზე დიდ აღიარებას იმსახურებს, ვიდრე მე ან სალაჰი, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ, ფეხბურთის ნაწილია ის, რომ ყველა გოლებს უყურებს. ვფიქრობ, ბობის გარეშე, მე და მო ამდენ გოლს ვერ გავიტანდით, სიმართლე რომ ვთქვა.

ის სიტუაციებს გვიმარტივებს. ვფიქრობ, ბრაზილიას გაუმართლა, ფირმინო რომ ჰყავთ. ბობის სულ ვეუბნები: „სენეგალის მოქალაქეობა უნდა მიიღო.“ ეს ოცნების ახდენა იხდებოდა!

ის ძალიან მიყვარს, ჩემი საყვარელი თანაგუნდელია.“ - აღნიშნა მანემ ESPN-სთან საუბარში.

პრემიერ ლიგის ამ სეზონში ფირმინომ 25 მატჩში 6 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.