ავტორიზაცია

ოფიციალურად: გაგუა 2024 წლამდე ალავესში იქნება

ოფიციალურად: გაგუა 2024 წლამდე ალავესში იქნება
თარიღი 24 Feb 2021, 12:08
"დეპორტივო ალავესმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

ქართველი ფორვარდი ბასკების ახალგაზრდული გუნდის წევრია და მიმდინარე სეზონში მან 14 შეხვედრაში გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ერთი ასისტი.

ამის გარდა, "თეთრ-ლურჯების" შემტევი საქართველოს 19-წლამდელთა ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრიც არის.

შეგახსენებთ, 19-წლის წინახაზელი ვიტორიელებში მოხვდა 2019 წლის ივლისში, "მერანის" ახალგაზრდული აკადემიიდან.

გაგუამ ხანმოკლე პერიოდი თბილისის "დინამოს" აკადემიაშიც დაჰყო. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ მალე ქართველი აბელარდო ფერნანდესის მთავარ გუნდშიც ითამაშებს.