ავტორიზაცია

"ბარნლის და ბრაიტონის დამარცხება ვან დეიკის გარეშეც შეიძლებოდა", - კარაგერი

"ბარნლის და ბრაიტონის დამარცხება ვან დეიკის გარეშეც შეიძლებოდა", - კარაგერი
თარიღი: 24 თებ 2021, 12:54
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა თავისი ექს-გუნდი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა:

"არ შეიძლება გამუდმებით თავის გამართლება იმით, რომ ვან დეიკი არ თამაშობს. შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ.

ბარნლის და ბრაიტონის დონის გუნდების დამარცხება ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის გარეშეც შეიძლებოდა.

იგივე ითქმის ევერტონთან შეხვედრაზეც. დიახ, ლივერპულს არ ჰყავდა ვირჯილი, თუმცა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 10 გამარჯვებული თამაშობდა".

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 25 ტურის შემდეგ, მერსისაიდელები 40 ქულით არიან მეექვსე ადგილზე და ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩებიან.