ავტორიზაცია

სქოულზი: "ლივერპულის მთავარი იმედგაცრუება ფირმინო არის"

სქოულზი: "ლივერპულის მთავარი იმედგაცრუება ფირმინო არის"
თარიღი 24 თებ 2021, 13:15
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, პოლ სქოულზმა "ლივერპულის" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"დიახ, ლივერპულში დაისადგურა ტრავმების ეპიდემიამ, თუმცა ამ გუნდში მოწოდების სიმაღლეზე არც ჯანმრთელი მოთამაშეები არიან.

ალისონმა დაუშვა რამდენიმე უხეში შეცდომა, რაც მის გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდა. არადა საუბარი გასული წლის საუკეთესო მეკარეზეა.

მერსისაიდელების მთავარი იმედგაცრუება არის ფირმინო და ეს ევერტონთან შეხვედრაშიც გამოჩნდა. უბრალოდ დააკვირდით, რამდენი მომენტი გააფუჭა მან.

დეკემბერში მეგონა, რომ ჩემპიონები გახდებოდნენ სწორედ წითლები, თუმცა როგორც ვხედავთ, ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის".